ხალხის ამბები

ხალხის ამბები

7 წლიანი სტაჟი მაქვს მწეველის , სიგარეტს 2 დღეა გავანებე თავი,...

ioane13
466

7 წლიანი სტაჟი მაქვს მწეველის , სიგარეტს 2 დღეა გავანებე თავი, ადვილი არ არის მაგრამ მე დარწმუნებული ვარ შევძლებ ჩემი ნებისყოფით, რადგან სასმელს უკვე 2 წელია განებებული მაქვს თავი და ესაც გამომივა ^^ მინდა ჩემი გონება გავაძლიერო და არ დავასუსტო პირიკით მავნე ჩვევებით

მწერალი ქალი ...

ანონიმი
230

მწერალი ქალი

სულ ვფიქრობ, როგორ უნდა მეცხოვრა ან რა უნდა მეკეთებინა რომ არ მეწერა?! რა ბანალურია, არც მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ წერა ხსნაა. ის ნარკოტიკივითაა, ერთხელ თუ გაუსინჯე გემო მკითხველის ოვაციას და აღტაცებას, მერე მორჩა, დაიწყებ და ვეღარასოდეს შეეშვები. ახალი, ახალი, მეტი და მეტი... ჟანრისა და თემის ძიება, უძილობა, დეპრესია, უხასიათობა, სანამ არ ამოთქვამ და არ გადმოიტან ფურცელზე იმას, რაც გჭამს. ზოგჯერ, თემა ისე მაწუხებს, ვერც კი ვხვდები რა მჭირს–მშია, მწყურია, მეძინება თუ...ვერც ვხვდები, რისი თქმა და გაკეთება მინდა, აზრები კი ირევა და ცხელი ლავასავით აწყდება გონებას, ჩამოყალიბებაც ჭირს ზოგჯერ, ისეთი ქაოტური და არეულია ყველაფერი. დალაგებას კი დრო სჭირდება, სიწყნარე და მშვიდი გარემო. გარემო კი ხშირად ვერ მიწყობს ხელს. ძნელი ყოფილა, მაგრამ რას ვიზამ, თუკი ვერც ვეშვები?! მერე ვფიქრობ, დიდხანს ვფიქრობ საკუთარ თავსა და ამ არჩევანზე. ვიცი, რომ წერისას ხშირად არ და ვერ ვარ გულახდილი, ეს საქართველოა, აქ ყველაფერს ვერ იტყვი და ვერ გაამხელ, ამ პატარა ქვეყანაში მასის აზრი ძვირად ფასობს. მე კი სხვანაირი ვარ, სპონტანური, თამამი, გახსნილი, მაგრამ ეს მხოლოდ შინაგანად, გარეგნულად კი, სპონტანურობის გარდა ვერც ერთ თვისებას ვერ მომაწერთ, იმიტომ, რომ საგულდაგულოდ ვმალავ და მერიდება. მერიდება იმის, რასაც ვფიქრობ, როგორც ვაზროვნებ.

წეღან ხსნაზე ვლაპარაკობდი. კალამს ხშირად გადავურჩენივარ. ოღონდ ეს ცარიელი სიტყვები არაა, რადგან რეალურ გადარჩენას ვგულისმხობ, როდესაც უკვე წვერზე ხარ, კლდის პირას, სადაცაა გადაეშვები და ამ დროს ხვდები, რომ შეგიძლია ამოთქვა, ამოანთხიო ყველაფერი და იქნებ მოგეშვას კიდეც?! და მეშვება... ეს აღსარებასავითაა, რომელსაც ზოგი მღვდელს ეუბნება, ზოგი– მეგობარს, ზოგიც ფურცელს აბინძურებს თავისი ბნელი აზრებით. მე ფურცელი ვარჩიე, საყვედურით ხომ მაინც არ მიყურებს.

როგორც იქნა გადავწყვიტე რომ მეთქვა რო მიყვარს. ძაან კარგიც არ არის...

ანონიმი
136

როგორც იქნა გადავწყვიტე რომ მეთქვა რო მიყვარს. ძაან კარგიც არ არის რომ მითხრა მე არ მიყვარხარო, მაგრამ სამაგიეროდ გავარკვიე მაინც. დაგრუზული ვარ, მაგრამ თავისუფალი. მალე ესეც გამივლის. მოემზადეთ, გოგოებო! :)))

დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა დავამარცხეთ ბოროტი ჯადოქარი, რომლის...

HarryPotter
286

დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა დავამარცხეთ ბოროტი ჯადოქარი, რომლის სახელის თქმაც არ შეიძლება. არა, მე კი არ მეშინია, მაგრამ ისევ თქვენთვის აჯობებს. მე, რონ უიზლი და ჰერმიონ გრეინჯერი გავერთიანდით და მოვკალით ის დამპალი კაცი. ჰოდა, მერე პროფესორმა ალბუს დამბლდორმა მოგვცა 10 ქულა გრიფინდროს, მაგარი ჟმოტია ეგ კაცი, მაგრამ მაინც ასწორებს ^_^

ვინც მეუბნებოდა, მაგ შენი ხატვით ფულს ვერ იშოვიო, იმათთვის ცუდი...

Makaka
474

ვინც მეუბნებოდა, მაგ შენი ხატვით ფულს ვერ იშოვიო, იმათთვის ცუდი ამბავია :)) მარა მე რას ვჩივი.

დავამთავრე სამხატვრო, ცოტა ვიწვალე უმუშევრობით, მაგრამ არ შევეშვი, ჩემთვის ვხატავდი რაღაცეებს და მიპოვეს კიდეც. ორშაბათიდან ვიწყებ მუშაობას ერთ საყვარელ სარეკლამოში საყვარელი ხელფასით და თანამშრომლებით ^_^

გვერდები