ხალხის ამბები

ხალხის ამბები

დღეს მართვის მოწმობა ავიღე ძაან მიხარიაააა:) ...

ანონიმი
160

დღეს მართვის მოწმობა ავიღე ძაან მიხარიაააა:)
პირველ გასვლაზე გარაჟში პარკირებაზე ჩავიჭერი მაგრამ დღეს არაფერი შემშლია ვაფშე... :>>>> ძაან ბედნიერი ვარ და არ ვიცი როგორ გადმოვაფრქვიო ეს ბედნიერება, მადლობა გუდნიუსო რომ არსებობ ^_^

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მანქანის გაფუჭება (პატარა ავარია) ასე...

ანონიმი
263

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მანქანის გაფუჭება (პატარა ავარია) ასე ძაან გამახარებდა. 24 აგვისტოს ჩემს საყვარელ BMW -ს რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ძაან უაზროდ დაარტყა ვიღაცამ. გაბრაზებული გადავედი გარეთ და რას ვხედავ მანქანიდან გადმოიდს ულამაზესი გოგო, მაშინ დამიბნელდა თვალებში. 22 წლის ვარ და აქამდე ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია. რათქმაუნდა მანქანაზე არაფერი მითქვამს და გავუშვი, მან თავისი ნომერი დამიტოვა ამ დღეებში მოვიცლი და გაგიკეთებ მანქანასო. მეორე დღესვე ისე მომენატრა მე თვითონ დავურეკე. მნახა და ვისაუბრეთ მანქანებიც გავაკეთეთ, მისი მანქანაც მე გავაკეთე და ჩემიც :)

თვითონ 20 წლის არის. არ მეგონა თუ ვინმე ასე ძალიან გამაგიჟებდა სულ მასზე ვფიქრობ. ორი დღის წინ ვუთხარი რომ ძალიან მომწონს და მის გარეშე ვეღარ ვძლებ. მან მითხრა რომ ჩემს გვერდით ისიც კარგად გრძნობს თავს.

მისმა სიტყვებმა დამაიმედა მაგრად. ასე რომ ჩემმა BMW-მ კიდევ ერთი საჩუქარი გამომიგზავნა.

დღეს მიხარიია ცხოვრება ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია რომელსაც...

ანონიმი
184

დღეს მიხარიია ცხოვრება ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია რომელსაც ვუყვარვარ ასეთი აუტანელიც კი

დღეს ავტობუსის გაჩერებაზე ბიჭი მომიახლოვდა გამიღიმა,ჩემი ხელი აიღო...

ანონიმი
650

დღეს ავტობუსის გაჩერებაზე ბიჭი მომიახლოვდა გამიღიმა,ჩემი ხელი აიღო,შუბლზე მიიდო (არც კი მაკოცა) და მითხრა : "მადლობა რომ ესეთი მშვენიერი ხარ". ბანალურად არც სახელი უკითხავს არც ნომერი ისე წავიდა. ისე გამიხარდა დებილივით მეღიმებოდა:) და ესე მაჩუქა პოზიტიური დღე <3

რადგან კარგი ამბების სააგენტოა იმიტომ არ გწერთ ამ წერილს, უბრალოდ...

ანონიმი
246

რადგან კარგი ამბების სააგენტოა იმიტომ არ გწერთ ამ წერილს, უბრალოდ მინდა ჩემი სიყვარულის ამბავი გითხრათ. მე მიყვარს ერთი გოგო უკვე 4წელია, სამწუხაროდ მას სხვა უყვარს. ძალიან სულელი პიროვნება ვარ თუკი მისი ბედნიერება მახარებს?!..
მიყვარს! ხომ არ მძულს... მისთვის ყოველთვის კარგი მინდა, მე ვხვდები, რომ ის ჩემი არასოდეს იქნება და ამიტომაც ვხარობ მისი ბედნიერებით!
არ შეიძლება დეპრესიაში ჩავარდნა ყველაფერი წარმავალია, ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ! <3 :)

თბილისში ფერადი კარები აღმოვაჩინე ...

ანონიმი
418

თბილისში ფერადი კარები აღმოვაჩინე

წელს გაზაფხულზე, აპრილის შუა რიცხვები იყო, როცა მეგობართან სეირნობისას თბილისის ერთ ქუჩაზე ავუხვიე. წინა დღის ნაწვიმარი იყო, მაგრამ ძალიან თბილოდა და ის ქუჩაც ძაან განსხვავებულად კარგი და მშვიდი იყო, აქეთ იქიდან ხეებით მორთული. ჩვენს ამაღლებულ განწყობას ძალიან მოუხდა ქუჩაში დანახული ხის ფერადი კარები, სხვადასხვა, ცოტაარიყოს გაცრეცილი ფერები მხიარულად ერწყმოდა ერთმანეთს და ისედაც ლამაზ გარემოს კიდევ უფრო ახალისებდა.

დღეს შემთხვევით ისევ აღმოვჩნდი ამ ქუჩაზე და დავინახე რომ კარები გადაფერადებული და გაცრეცილი ფერები გამოხასხასებული იყო. ზემოთ ავიხედე და ლამაზი აივანი დავინახე. ალბათ იმ სახლში მხატვრები ან ძალიან ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ ^_^

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გადაწყვიტა, ფოტო, რომელიც მან ქორულდის...

ანონიმი
2,117

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გადაწყვიტა, ფოტო, რომელიც მან ქორულდის ტბაზე გადაიღო, საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოეყენებინა და ფეისბუქ-აუქციონზე გაეტანა.

ამ კონკრეტული აუქციონიდან შემოსული თანხა მყიდველს თავად უნდა გადაერიცხა პატარა ერეკლე ლორთქიფანიძისთვის, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს და რომლის დასახმარებლად გუშინ საქველმოქმედო კონცერტიც მოეწყო.
ფოტოს საწყის ფასად გოგამ 100 ლარი დაასახელა, აუქციონის ხანგრძლივობად კი - 1 კვირა.

https://facebook.com/story.php?story_fbid=1460388114261418&id=1000087073...

ერთი კვირის განმავლობაში იცვლებოდა ფოტოს ფასი. მსურველებმა ნელ-ნელა გაზარდეს ფასი და საბოლოოდ 1200 ლარამდე ავიდნენ. ფოტოს დამსახურებული მფლობელი გახდა ნანა გოთუა.

https://facebook.com/photo.php?fbid=1462337057399857&id=100008707309211&...

გოგა ჩანადირის თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აუქციონი რეგულარულ სახეს მიიღებს და საქველმოქმედო მიზნებით გაყიდის არა მარტო თავის, არამედ სხვა ხელოვანთა ნამუშევრებსაც. ეს, გოგას აზრით, საუკეთესო საშუალებაა, რათა თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით მოახერხოს დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

დღეს პირველად ბოლო 5 თვის მანძილზე იმდენი ჰონორარი ავიღე რო 0-ში არ...

ანონიმი
148

დღეს პირველად ბოლო 5 თვის მანძილზე იმდენი ჰონორარი ავიღე რო 0-ში არ დავრჩი, პირველად ზამთრის მერე ჯიბის ფული მაქ და თავი კაცი მგონია

გვერდები