ხალხის ამბები

ხალხის ამბები

ხანგრძლივი დეპრესიის მერე, როგორც იქნა, ისევ დავიბრუნე ცხოვრების...

ანონიმი
339

ხანგრძლივი დეპრესიის მერე, როგორც იქნა, ისევ დავიბრუნე ცხოვრების ხალისი! ახლა კარგად ვარ და ზუსტად ისევე მიხარია ცხოვრება, როგორც ადრე! არ ჩამოუშვათ ცხვირი, რადგან ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი არსებობს გამოსავალი! და გაუღიმეთ ჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყოფებს. ცხოვრება ასე გაცილებით მშვენიერია!

მან მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, რომ სიამოვნებით დალევდა ჩემთან...

ანონიმი
236

მან მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, რომ სიამოვნებით დალევდა ჩემთან ერთად ჩაის და ისაუბრებდა ნებისმიერ თემაზე, თუ ამის სურვილი მეც მექნებოდა, რა თქმა უნდა ^_^

ძაან მშვიდი ხმა მივიღე და ისე დავთანხმდი, არადა ჩემს შიგნით სიხარულის ნამდვილი ქარბორბალა ტრიალებდა ^_^

მე უბრალოდ მიხარია ყველაფრის მიუხედავად ყოველი დღე, მიხარია ის რომ...

ანონიმი
276

მე უბრალოდ მიხარია ყველაფრის მიუხედავად ყოველი დღე, მიხარია ის რომ ვარ ქართველი და ვარ ქრისტიანი.. ყველაზე ძალიან მიხარია დედა რომ მყავს, ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი, ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმშვიდის სიმბოლო.. ღმერთო მიციცხლე დედა!

დედა და მამა სახლში ძაღლის მოყვანაზე დავითანხმე. უზომოდ გახარებული...

ანონიმი
815

დედა და მამა სახლში ძაღლის მოყვანაზე დავითანხმე. უზომოდ გახარებული ვარ, თან მეგობარი შემპირდა ჯეკ რასელ ტერიერს, ზუსტად ისეთ ლეკვს, The Mask-ში რომაა, მაილო.
უფრო კარგი საახალწლო საჩუქარი წარმოგიდგენიათ? ახალ წელს ახალ მეგობართან ერთად შევხვდები ^_^

გამარჯობააა...პირველად გწერთ..მყავს ერთი წლის შვილი ბარბარე,ისეთი...

ანონიმი
560

გამარჯობააა...პირველად გწერთ..მყავს ერთი წლის შვილი ბარბარე,ისეთი საყვარელია,ძან დიდი თმები არ ქონდა,ჩემი უფროსი და სულ წუწუნებდა ამაზე.გუშინ ქალბატონმა წაიყვანა და თავი გადაპარსა....სამსახურიდან რომ დავბრუნდი ფანჯრიდან ვიღაცის მელოტი თავი დავინახე....ვიძახი კაცო ვინაა სახლში თქო ,მივედი და ჩემი ბაბიო...ისეთი საყვარელი იყო თმების დაწიწკვნა უნდოდა და რო ვერ იწიწკნიდა სარკეში იყურებოდა რა მჭირსო:):):):):):)))))))) მაგრამ ეხლა სამაგიეროდ ჩემი ძვირფასი დაიკო როგორც კი მძინარე ჩამივარდება იგივე უნდა გავუკთოოოო:))))

აბიტურიენტი ვარ და ხშირად მიწევს ქალაქში გავლა, ხან სად მივდივარ,...

ანონიმი
509

აბიტურიენტი ვარ და ხშირად მიწევს ქალაქში გავლა, ხან სად მივდივარ, ხან სად. ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ. გუშინ შევესწარი ასეთ ფაქტს: ერთ კაცს სურდა N133 მარშუტკა, მაგრამ წამით გაასწრო და დანაღვლიანდა, უკან 211 მოდიოდა (სადაც მე ვიჯექი) ამ მარშუტკამ გაუჩერა და უთხრა, სწრაფად ამოდი, ის მარშუტკა ნელა მიდის (თავიდან) და დავეწევითო. მართლაც დაეწია და დაუსიგნალა მეორე მარშუტკას. ასე გადაარჩინა სრულიად უსასყიდლოდ ის კაცი 10 წუთიან ლოდინს. და დაახლოებით იგივე ფაქტი დღეს მე გადამხდა, დღეს 210 -მა გამასწრო,გ გზის მეორე მხარეს იყო და ალბათ ვერ დამინახა და ვერც ჩემი ხმა გაიგო. მეც დავნაღვლიანდი, მეგონა 15 წუთი უნდა დავლოდებოდი სიცივეში, სანამ მეორე მარშუტკა გამოივლიდა. ეს ფიქრი არც მქონდა დამთავრებული, ჩემ წინ ტაქსი გაჩერდა და მითხრა : ჩქარა ჩაჯექი, დავეწიოთო(ალბათ დაინახა მარშუტკას რომ ვეძახდი). მე ჩემდა უნებურად ჩავჯექი და 1 წუთში უკვე მარშუტკაში ვიყავი მოკალათებული. ამ ერთი შეხედვით უბრალო სიკეთემ დადებითად დამმუხტა და გამაბედნიერა იმაზე ფიქრმა, რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები. მთელი დღეა მინდოდა ეს ჩემი სიხარული სხვებისთვისაც გამეზიარებინა, და მადლობა რომ არსებობთ. არ ვიცი რამდენად გააბედნიერებს ეს ამბავი სხვებს, მაგრამ მე კი ბედნიერი ვარ და ყველას ბედნიერებას ვუსურვებ.
P.S ყველას ვურჩევ: აკეთეთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, გააბედნიერეთ სხვები და თქვენც გაბედნიერდებით. სიკეთე არასდროს იკარგება.

მიხარია ყველაფერი, მიხარია ის რომ ამდენი დადებითი ამბავი იწერება და...

ანონიმი
219

მიხარია ყველაფერი, მიხარია ის რომ ამდენი დადებითი ამბავი იწერება და ადამიანები მათ სიხარულს აზიარებენ. იხარია რომ ზედმიწევნით ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მაგრამ მაინც მისრულდება და ყველაფერი კარგად მაქვს. მიხარია რომ მიყვარს, მიხარია ისიც, რომ სულ მიყვარს და სიყვარულით ვცხოვრობ! მიხარია ჩემების ბედნიერება და თქვენი ყველას. მიხარიხართ ყველა. ჩემი ჩემი ჩემი მთვარე და ჩემი ჩემი ჩემი ბედნიერებააა! მიხარიააა რომ მარტო მე ვიცი და ჩემმა უსასრულოდ ნათელმა ცამ, ლურჯმა ზღვამ და თავისუფლად გათენებულმა ყოველმა დღემ ვიცით რომ მიხარია.

ბედნიერი ვარ და მიყვარხართ ყველა და მინდა რომ ყველა ბედნიერები იყოთ...

ანონიმი
283

ბედნიერი ვარ და მიყვარხართ ყველა და მინდა რომ ყველა ბედნიერები იყოთ. იმიტომ რომ ყველა იმსახურებს ბევრ სიხარულს :))

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მშვიდი ვარ. გამოჩნდა ბიჭი,...

ანონიმი
230

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მშვიდი ვარ. გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც ამდენი ხნაი ველოდი. მგონი ის, ის არის. სულ მწერს. ყოველ საღამოს მხვდება. ზრუნავს ჩემზე და დღეს საღამოს ერთადაც უნდა ვივარჯიშოთ. აი ემ ჰეფი <3

განსხვავებული,ლამაზი და ჭკვიანია...შემიძლია ყველაფერზე ველაპარაკო...

ანონიმი
247

განსხვავებული,ლამაზი და ჭკვიანია...შემიძლია ყველაფერზე ველაპარაკო და რაც მთავარია,ჩემი ესმის...ძალიან მიყვარს,მაგრამ მკაცრი მშობლები ყავს და იმის შიშით,რომ ვინმე დაინახავს,მარტო ვერ მხვდება,ამიტომ მარტო ვერასდროს ვრჩები მასთან...ერთი ჩახუტებისთვის ყველაფერს დავთმობდი...ზუსტად ჩემნაირია და ერთი დანახვით შემიყვარდა,უკვე 2 წელია მიყვარს...ბევრ გოგოს მოვწონვარ,მაგრამ მე მხოლოდ მას ვხედავ...იმედია მალე ერთად ვიქნებით,იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს...

ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მყავს ადამიანი რომელზეც ვგიჟდები......

ანონიმი
335

ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მყავს ადამიანი რომელზეც ვგიჟდები... ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი სიყვარული შემეძლო.. კარგად ვარ... როცა ცუდი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, საკმარისია გავიფიქრო რომ ის არსებობს, რომ შემიძლია ჩავეხუტო, ვაკოცო... მავიწყებს ყველაფერს.. როცა ვიცი ის ჩემთან არის.. ვუყვარვარ.. მელოდება... როცა ვიცი რომ მე მეკუთვნის.. მამშვიდებს, წამალია.. იდეალურია... მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია... ვგიჟდები... სიტყვებზე და გრძნობებზე მეტია.. სადღაც ყველაფერს ზემოთ ვგრძნობ.. იმდენად ზემოთ, რომ სიტყვას არ შეუძლია გადმოცეს.. ვწუბნები რომ მიყვარს მაგრამ სულ ვატყუებ... იმიტომ რომ ყოველთვის იმაზე მეტად მიყვარს რასაც ვგრძნობ ან ვამბობ.. თითქოს ცხოვრების უმეტესი სტადია გავიარე მასთან, მეგობრობა, მოწონება, სიყვარული... ჩემი მეგობარია, მესაიდუმლეა, მრჩეველია.. მომწონს... მომწონს როგორც ბიჭი, გარეგნულად, ფიზიკურად ყველა დეტალით და ყველა ხალით, შინაგანად ყველა კარგით და ყველა ჯუჯღუნით... ერთადერთია ვინც ყოველთვის ხვდება ყველაფერს ზედმეტი სიტყვების გარეშე.. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს რომ ვიცი ძვირფასი ვარ მისთვის... უნდა რომ კარგ ხასიათზე ვიყო, ვიღიმოდე.. მიხაროდეს.. მახარებდეს.. ყველაზე კარგი გრძნობაა როცა ხვდები რომ შენც ძვირფასი ხარ.. ზრუნავენ, შენთან ერთად განიცდიან, იწყენენ, იცინიან... ჩემი ნარკოტიკია.. ვეჭვობ ვერც ვერასოდეს გადავაგდებ :)) ან არასოდეს :))) სამაგიეროდ..... მიყვარხარ

დღეს ჩემს ცხორებაში ყველაზე ბედნიერი დღეა. 19 წლის ვარ, 2 წელია...

ანონიმი
222

დღეს ჩემს ცხორებაში ყველაზე ბედნიერი დღეა. 19 წლის ვარ, 2 წელია მაქვს ურთიერთობა ერთ ბიჭთან, სპორტსმენია და ხშირად დაკავებულია ხოლმე მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იცლიდა. მას ჩემთვის არასდროს უთქვამს რო ვუყვარვარ,
დღეს ჩემი დაბადების დღეა, კარზე ზარი გაისმა და მივიღე შეფუთული ყუთით საჩუქარი არ ანონიმისგან. გავხსენით ყველა იხედებოდა დედაც მამაც და ძმაც, ყუთში იყო რამდენიმე სუვნეირი და იპონი, ჯერ კიდევ ვერ ხვდები ეს საჩუქარი ვისგან იყო, ჩავრთე ტელეფონი, და დამხვდა ფოტო, მე შენ მიყვარხარ. და ჩვენი ფოტო.

დღეს ჩემი დაბადების დღეა და საყვარელმა ბიჭმაც მითხრა მიყვარხარო.
თან ისე მოხდა რომ სახლშიც ყველამ დაინახა და გაიგო
მიხარია ისიც რომ მამაჩემსაც და დედაჩემსაც მოსწონს ჩემი ბიჭი.

შეიქმნა ძალიან მაგარი ქართული ბრენდი "Shaly", ხელითნაქსოვი ჟაკეტები...

ანონიმი
717

შეიქმნა ძალიან მაგარი ქართული ბრენდი "Shaly", ხელითნაქსოვი ჟაკეტები რომელშიც იქნები ყველაზე გამორჩეული, იუჰუუუუუუუ :)
https://www.facebook.com/shalyhandmade

დღეს მართვის მოწმობა ავიღე ძაან მიხარიაააა:) ...

ანონიმი
143

დღეს მართვის მოწმობა ავიღე ძაან მიხარიაააა:)
პირველ გასვლაზე გარაჟში პარკირებაზე ჩავიჭერი მაგრამ დღეს არაფერი შემშლია ვაფშე... :>>>> ძაან ბედნიერი ვარ და არ ვიცი როგორ გადმოვაფრქვიო ეს ბედნიერება, მადლობა გუდნიუსო რომ არსებობ ^_^

გვერდები