ხალხის ამბები

ამ ზაფხულს, სვანეთში ყოფნისას, პირველად მაშინ შემრცხვა, როცა გზაში...

ანონიმი
540

ამ ზაფხულს, სვანეთში ყოფნისას, პირველად მაშინ შემრცხვა, როცა გზაში ბრიტანელი ტურისტი, ჯორჯინა ჩავისვით მანქანაში, თავისი სახელის მქონე ქვეყნის სანახავად ჩამოსვლა რომ გადაეწყვიტა, გამხდარ და მზემოკიდებულ მხრებზე თავისაზე დიდი ზურგჩანთა რომ ჩამოეკიდა და ისეთი ადგილები უნახავს საქართველოში, ნახევარზე მეტი რომ არ ვიცი.

მერე უკვე ქორულდის მთებში, ზღვის დონიდან 2750 მეტრზე, ყვავილებით და ჭრელი პეპლებით დაწინწკლულ მინდორზე ფეხმოკეცილი ვუყურებდი ამ ხედს, ფოტოს ვუღებდი და იმის მრცხვენოდა, მთელი ზაფხული რომ ვწუწუნებდი, ლარი გაუფასურდა, ევრო გაძვირდა და შვეიცარიაში ვერ წავალ-მეთქი. უფრო ახლოს ყოფილა და უფრო იაფად.

კომენტარები: