ხალხის ამბები

თუ რამე მაბედნიერებს ეს სვანეთია...ის ჩემმა დამ შემაყვარა და...

ანონიმი
44

თუ რამე მაბედნიერებს ეს სვანეთია...ის ჩემმა დამ შემაყვარა და არც ისეთი ცივი ყოფილა როგორიც მეგონა..ნუ მოკლედ იმდენი ემოცია მაქ არ ვიცი სად წავოღო და შემიძლია თამამად გაგიზიაროთ..
სვანეთში დასასვენებლად ვიყავი რამდენიმე დღით და ეს საკმარისი იყო მის შესაყვარებლად..ნუ მოკლედ რომ ვთქვა ემოციებისგან და თავ
გადასავლებით სავსე დღისგან დაღლილს ძილი გამიკრთა და დაძინებას ვეღარ ვახერხებდი ოთახშიც ვეღარ ვჩერდებოდი მომბეზრდა ამიტომ გადავწყვიტე აივანზე გავსულიყავი და ცხელი ჩაით ხელში ისე გავიპარე აივანზე თითქოს ქურდი ვიყავი,არ მინდოდა ჩემს მასპინძელს ნელიკო დეიდას გაღვიძებოდა მას მაინც სძინებოდა მშვიდად.
მის სახში მეორე სართული ისე მოეწყო,ნებისმიერს შეეძლო აქ დაძინება,მოესვენა დამტკბარიყო იმ ხედით რაც იქიდან ჩანდა.ჩაის ჭიქით ხელში ვიდექი აივანზე და გავყურებდი მდუმარედ უტყ მთებს,რომლებიც ჯერ კიდევ შავ ლაქად ჩანდნენ,მხოლოდ თეთნულდი გამოიყურებოდა გოროზად ვარსკვლავებისა და მთვარის შუქზე.არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი იმ აივანძე ფიქრებში გართული მაგრამ გონს მაშინ მოვედი როდესაც,ყველაფერი სიბნელემ მოიცვა,ყველაფერს მუქი ფერი დაედო დადგა ის მომენტი როდესაც მზე მის სხივებს ჩუქნის სამყაროს,როდესაც მზის სადარაჯოდ გამოსულნი ჯერ სამყაროს ნაირ ფერებს ჩუქნიან და მზის შემობრძანებას იწყებენ.როდესაც სამყაროს მზის შემობრძანებას ამცნობენ.მზის პირველი სხივი,ყინულის გოროზ მთას დაეცა,პირველი სხივის დაცემისას,თითქოს და ცეცხლი წაეკიდაო ეს ნამდვილი სასწაულიააა...მაშინვე ერთილეგენდა გამახსენდა რაც აქ ყოფნის დროს მიამბეს..
"მწვერვალ თეთნულდიდან ანგელოზი გადმოდიოდა და ოჯახში ცეცხლის სახით შემოდიოდა,ოჯახის წევრებს ანგელოზი მანამ იცავდა,სანამ ამ გვარის წარმომადგენელს არ მოკლავდა,როდესაც ადამიანი მოკლეს იმ დღის შემდეგ ანგელოძი აღარ გამოჩენილა"ახლა კი ვხედავ ათასფრად აბჭყვიალებულ მთას,ამ თეთრი ყინულის ქმნილებას ცეცხლი როგორ ეკიდადა მისი ცეცხლის ენები ათას ფრად ბჭყვიალებდნენ.ანარეკლმა თვალი მომჭრა და თვალები წამში გავახილე,მეგონა რომ ესეც გაქრებოდა,მაგრამ უფრო თვალისმომჭრელად ლამაზი იყო,ნანახმა დამამუნჯა,რეალობის შედძნება დამაკარგვინა.ჩემი თვალით რომ არ მენახა და ვინმეს ეამბო არ დავიჯერებდი...
მზე უფრო ზენიტისკენ მიიწევდა,მთა კი უფრო და უფრო შეუდარებელი ენით აუწერელი სილამაძის ხდებოდა.სულის შემძვრელად მიმზიდველი,თვალს ვერ ვაშორებდი,შემიძლია თამამად ვთქვა რომ ბუნებამ ჩემს თვალწინ შესანიშნავი მინისპექტაკლი დადგა.შეფასებისთვის კი სიტყვები არაფრად მიმაჩნდა სანახაობამ დამამუნჯა. მედიდურად დამყურებდნენ მთები,თავები აეწით და დილის მზის სხივებს ამაყად უღიმოდნენ,თითქოს თითვეული მათგანი ფარად გადაეფარებოდნენ სვანეთს,თითვეული მთამზად იყო მის გულში ჩაემალა სვანეთი,არავისთვის მიეცა უფლება მისთვის რამე დაეშავებინა.უცნაური არაა?ყველაზე ცივ, უგულო კუთხეში,ყველაზე ცივი გაყინული მთა მედიდურად იდგა დათბილი ღიმილით უღიმოდა სამყაროს.
მუდამ ჩრდილში მყოფი უშბა,რომელიც სულ სევდას დაეფარა და სევდის რუბელი ეგდა თავზე,თეთნულის შემყურეს გაეღიმა,მისი ფერდობები წამში შემოირბინეს მზის სხივებმა,თითქოს მთასაც გაეღიმა,მაგრამ შემდეგ ისევ პირვანდელი,პირქუში გახდა.თეთნულდი კი ისევ ისე მედიდურად იდგა მზის საყვარელი შვილი.წარსულში მომხდარ არცერთ შეცდომას არ ნაღვლობდა.
ისევ ადამიანების სამყაროს დავუბრუნდი.ისევ ფარად გადაეფარა ამ ლამაზ კუთხეს,რომელსაც მხოლოდ ძაღლების ყეფვა არღვევდა.ძილი საბოლოდ გამიკრთა და დავრწმუნდი რომ ღამის გატეხვა ნამდვილად ღირდა ამ საპექტაკლის სანახავად...როდესაც თვლი რომ ეს ყველაფერი უნდა გენახა იმის მიუხედავად ტკივილს მოგაყენებდა თუ არა არასოდეს ვინანებდი აქ ყოფნას ჩემი შვებულება კიდევ რამდენიმე დღით გავაგძელე...გაყინულმა თითები ერთმანეთს გავუსვი და ოტახისკენ წავედი სულ რომ არ გავყინულიყავი 6 ხდებოდა საათს რომ შევხედე,ალბატ ნახევარ საათში ნელიკო დეიდაც დაიწყებდა ფუსფუს და მეც დავეხმარებოდიიი...
არ მავიწყდება დგე როდესაც სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ უნდა წახვიდე. გზა, რომელსაც ქალაქში მოყავხარ და ფიქრი იმაზე, რომ უნდა დაბრუნდე. სვანეთი ეს სიყვარული

კომენტარები: