ხალხის ამბები

ხალხის ამბები

ამ ზაფხულს, სვანეთში ყოფნისას, პირველად მაშინ შემრცხვა, როცა გზაში...

ანონიმი
416

ამ ზაფხულს, სვანეთში ყოფნისას, პირველად მაშინ შემრცხვა, როცა გზაში ბრიტანელი ტურისტი, ჯორჯინა ჩავისვით მანქანაში, თავისი სახელის მქონე ქვეყნის სანახავად ჩამოსვლა რომ გადაეწყვიტა, გამხდარ და მზემოკიდებულ მხრებზე თავისაზე დიდი ზურგჩანთა რომ ჩამოეკიდა და ისეთი ადგილები უნახავს საქართველოში, ნახევარზე მეტი რომ არ ვიცი.

მერე უკვე ქორულდის მთებში, ზღვის დონიდან 2750 მეტრზე, ყვავილებით და ჭრელი პეპლებით დაწინწკლულ მინდორზე ფეხმოკეცილი ვუყურებდი ამ ხედს, ფოტოს ვუღებდი და იმის მრცხვენოდა, მთელი ზაფხული რომ ვწუწუნებდი, ლარი გაუფასურდა, ევრო გაძვირდა და შვეიცარიაში ვერ წავალ-მეთქი. უფრო ახლოს ყოფილა და უფრო იაფად.

თბილისში მყოფი მიუსაფარი ძაღლი საფრანგეთში იშვილეს ...

ანონიმი
964

თბილისში მყოფი მიუსაფარი ძაღლი საფრანგეთში იშვილეს

ეს ბუკაა, თითქმის უკვე 1 წლის. ლეკვი რო იყო ბაზარში ცხოვრობდა, სადგაც 6-7 თვის გამოჩნდა ჩემ უბანში.. უკვე მესამე წელია აქ ცხოვრობს, ძაან ერჩის ხალხი... ერთხელ ისე ცემეს ფეხი დაუზიანეს და ლამის ამპუტაცია დასჭირდა... უთბილესია, სტადიოზნე სუ ბავშვებთან ზის ზოლმე.
ერთხელ Facebook-ზე დავწერე მასზე და საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველ გოგომ ნახა, ჰოდა მომწერა ვიშვილებო.

თუმცა საქართველოდან ძაღლის გაყვანა ძალიან რთულია, ბევრი ანალიზი უნდა გავუკეთო და რაღაცეები, და მერე წავა.

ახლა ამ ეტაპზე კი თბილისში ვეძებ ცხოველების მოყვარულ ოჯახს , რომელიც თვეში 50 ლარის სანაცვლოდ შეიფარებს ბუკას.
მისი იქ წასვლა კარანტინით და საბუთების მოსამზადებლად იწელება 4-5 თვე...
ძალიან ბევრი მიჯდება ბუკას წასვლა. ამ სიკეთესაც არ დავივიწყებ კვებას და ყველა საჭირო ნივთს მოვუტან! გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ, ყოველდღე არ უმართლებს ქუჩის ძაღლს ისე რომ იშვილინ, და დავეხმაროთ. რა თქმა უნდა ბუკა უნდა იყოს მოსიყვარულე ოჯახში უყვარს ბავშვები...

მსურველებმა დამირეკეთ 593 115 957 ან მომწერეთ ფეისბუკზე https://www.facebook.com/natia.nadiradze3

დადაამ... დღეს ყველაზე მაგარი დღე მაქვს ცხოვრებაში.. დავიწყოთ...

ანონიმი
452

დადაამ... დღეს ყველაზე მაგარი დღე მაქვს ცხოვრებაში.. დავიწყოთ იქიდან, რომ დაბადების დღე მქონდა გუშინ და არ ვიცოდი როგორ გადამეხადა.. ძაან მაგარი წვეულება მომიწყეს დაქალებმა , უამრავი ხალხი იყო (ზოგს არც კი ვიცნობდი ) და ვითომ შემთხვევით გავიცანი ბიჭი , ძაააალიან სიმპატიური , არ ვიცი ალბათ ბევრი დალია თუ რა, მაგრამ გუშინ სიყვარული ამიხსნა, და მითხრა რომ თითქმის მთელი წელია ლექციებზე მაკვირდება და ძალიან უნდოდა ჩემი გაცნობა, ძაან უცნაურად ჟღერს მაგრამ მეც ცოტა ნასვამი ვიყავი და ცხოვრებაშ პირველად ბიჭს ვაკოცე.. დღეს კი, მომდის ელ-ფოსტა, რომ ინგლისის ერთერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სტიპენდია მივიღე და მომავალი წლიდან ბაკალავრიატის ბოლო ორ წელს იქ დავამთავებ... ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამ წუთას არ არსებობს, სურვილები ხდება!!

მე დღეს ვარ უბრალოდ ძალიან ბედნიერი ადამიანი,რადგან გვერდით მყავს...

ანონიმი
283

მე დღეს ვარ უბრალოდ ძალიან ბედნიერი ადამიანი,რადგან გვერდით მყავს ისეთი ადამიანი,ვისი იმედიც შეიძლება ყოველთვის მქონდეს,რომელიც უზომოდ და უანგაროდ მიყვარს,უბრალოდ ძალიან მიყვარს!!!არც კი ვიცი,როგორ აღვწერო და ავხსნა ის უზმო სიყვარულის რასაც,მის მიმართ ვგრძნობ <3 დიდი ხანი არაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ,მარა მისი ყოველი დანახვისას გული გამალებით მიცემს <3 ასე მგონია თითქოს მთელი სამყარო ჩემია,მე მეკუთვნის...სამყარო უფრო ნათელი მეჩვენება და იმდენად ბედნიერი ვარ,რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი,რომელიც სულ იმას ცდილობს,რომ მუდამ გაღიმებული ვიყო და ჩემგან კარგად ყოფნის მეტს არაფერს ელოდება,უბრალოდ უყვარხარ წრფელი და უანგარო გრძნობით <3 ყველას გისურვებთ ნახოთ თქვენი ერთადერთი და მასთან ერთად უზომო ბედნიერები ყოფილიყავით <3

გამიხარდა ძალიან, როგორც იქნა კარგი ამბებიც ვნახე,რა კარგია როცა...

ანონიმი
165

გამიხარდა ძალიან, როგორც იქნა კარგი ამბებიც ვნახე,რა კარგია როცა კარგად ხარ,სხვასაც უზიარებ და სიხარულს თესავ ირგვლივ.მადლობა ასეთი გვერდისთვის.

თუ რამე მაბედნიერებს ეს სვანეთია...ის ჩემმა დამ შემაყვარა და...

ანონიმი
168

თუ რამე მაბედნიერებს ეს სვანეთია...ის ჩემმა დამ შემაყვარა და არც ისეთი ცივი ყოფილა როგორიც მეგონა..ნუ მოკლედ იმდენი ემოცია მაქ არ ვიცი სად წავოღო და შემიძლია თამამად გაგიზიაროთ..
სვანეთში დასასვენებლად ვიყავი რამდენიმე დღით და ეს საკმარისი იყო მის შესაყვარებლად..ნუ მოკლედ რომ ვთქვა ემოციებისგან და თავ
გადასავლებით სავსე დღისგან დაღლილს ძილი გამიკრთა და დაძინებას ვეღარ ვახერხებდი ოთახშიც ვეღარ ვჩერდებოდი მომბეზრდა ამიტომ გადავწყვიტე აივანზე გავსულიყავი და ცხელი ჩაით ხელში ისე გავიპარე აივანზე თითქოს ქურდი ვიყავი,არ მინდოდა ჩემს მასპინძელს ნელიკო დეიდას გაღვიძებოდა მას მაინც სძინებოდა მშვიდად.
მის სახში მეორე სართული ისე მოეწყო,ნებისმიერს შეეძლო აქ დაძინება,მოესვენა დამტკბარიყო იმ ხედით რაც იქიდან ჩანდა.ჩაის ჭიქით ხელში ვიდექი აივანზე და გავყურებდი მდუმარედ უტყ მთებს,რომლებიც ჯერ კიდევ შავ ლაქად ჩანდნენ,მხოლოდ თეთნულდი გამოიყურებოდა გოროზად ვარსკვლავებისა და მთვარის შუქზე.არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი იმ აივანძე ფიქრებში გართული მაგრამ გონს მაშინ მოვედი როდესაც,ყველაფერი სიბნელემ მოიცვა,ყველაფერს მუქი ფერი დაედო დადგა ის მომენტი როდესაც მზე მის სხივებს ჩუქნის სამყაროს,როდესაც მზის სადარაჯოდ გამოსულნი ჯერ სამყაროს ნაირ ფერებს ჩუქნიან და მზის შემობრძანებას იწყებენ.როდესაც სამყაროს მზის შემობრძანებას ამცნობენ.მზის პირველი სხივი,ყინულის გოროზ მთას დაეცა,პირველი სხივის დაცემისას,თითქოს და ცეცხლი წაეკიდაო ეს ნამდვილი სასწაულიააა...მაშინვე ერთილეგენდა გამახსენდა რაც აქ ყოფნის დროს მიამბეს..
"მწვერვალ თეთნულდიდან ანგელოზი გადმოდიოდა და ოჯახში ცეცხლის სახით შემოდიოდა,ოჯახის წევრებს ანგელოზი მანამ იცავდა,სანამ ამ გვარის წარმომადგენელს არ მოკლავდა,როდესაც ადამიანი მოკლეს იმ დღის შემდეგ ანგელოძი აღარ გამოჩენილა"ახლა კი ვხედავ ათასფრად აბჭყვიალებულ მთას,ამ თეთრი ყინულის ქმნილებას ცეცხლი როგორ ეკიდადა მისი ცეცხლის ენები ათას ფრად ბჭყვიალებდნენ.ანარეკლმა თვალი მომჭრა და თვალები წამში გავახილე,მეგონა რომ ესეც გაქრებოდა,მაგრამ უფრო თვალისმომჭრელად ლამაზი იყო,ნანახმა დამამუნჯა,რეალობის შედძნება დამაკარგვინა.ჩემი თვალით რომ არ მენახა და ვინმეს ეამბო არ დავიჯერებდი...
მზე უფრო ზენიტისკენ მიიწევდა,მთა კი უფრო და უფრო შეუდარებელი ენით აუწერელი სილამაძის ხდებოდა.სულის შემძვრელად მიმზიდველი,თვალს ვერ ვაშორებდი,შემიძლია თამამად ვთქვა რომ ბუნებამ ჩემს თვალწინ შესანიშნავი მინისპექტაკლი დადგა.შეფასებისთვის კი სიტყვები არაფრად მიმაჩნდა სანახაობამ დამამუნჯა. მედიდურად დამყურებდნენ მთები,თავები აეწით და დილის მზის სხივებს ამაყად უღიმოდნენ,თითქოს თითვეული მათგანი ფარად გადაეფარებოდნენ სვანეთს,თითვეული მთამზად იყო მის გულში ჩაემალა სვანეთი,არავისთვის მიეცა უფლება მისთვის რამე დაეშავებინა.უცნაური არაა?ყველაზე ცივ, უგულო კუთხეში,ყველაზე ცივი გაყინული მთა მედიდურად იდგა დათბილი ღიმილით უღიმოდა სამყაროს.
მუდამ ჩრდილში მყოფი უშბა,რომელიც სულ სევდას დაეფარა და სევდის რუბელი ეგდა თავზე,თეთნულის შემყურეს გაეღიმა,მისი ფერდობები წამში შემოირბინეს მზის სხივებმა,თითქოს მთასაც გაეღიმა,მაგრამ შემდეგ ისევ პირვანდელი,პირქუში გახდა.თეთნულდი კი ისევ ისე მედიდურად იდგა მზის საყვარელი შვილი.წარსულში მომხდარ არცერთ შეცდომას არ ნაღვლობდა.
ისევ ადამიანების სამყაროს დავუბრუნდი.ისევ ფარად გადაეფარა ამ ლამაზ კუთხეს,რომელსაც მხოლოდ ძაღლების ყეფვა არღვევდა.ძილი საბოლოდ გამიკრთა და დავრწმუნდი რომ ღამის გატეხვა ნამდვილად ღირდა ამ საპექტაკლის სანახავად...როდესაც თვლი რომ ეს ყველაფერი უნდა გენახა იმის მიუხედავად ტკივილს მოგაყენებდა თუ არა არასოდეს ვინანებდი აქ ყოფნას ჩემი შვებულება კიდევ რამდენიმე დღით გავაგძელე...გაყინულმა თითები ერთმანეთს გავუსვი და ოტახისკენ წავედი სულ რომ არ გავყინულიყავი 6 ხდებოდა საათს რომ შევხედე,ალბატ ნახევარ საათში ნელიკო დეიდაც დაიწყებდა ფუსფუს და მეც დავეხმარებოდიიი...
არ მავიწყდება დგე როდესაც სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ უნდა წახვიდე. გზა, რომელსაც ქალაქში მოყავხარ და ფიქრი იმაზე, რომ უნდა დაბრუნდე. სვანეთი ეს სიყვარული

უბრალოდ, კარგ ხასიათზე ვარ, და ეს თქვენი დამსახურებაა, ისეთჳ...

ანონიმი
141

უბრალოდ, კარგ ხასიათზე ვარ, და ეს თქვენი დამსახურებაა, ისეთჳ კარგები და ღუნღულებბი ხართ, მადლობა, რომ არსებობთ... ნამდვილი კუნძულია ამ უსიერ ჯუნგლებში, ოლრფეხებით რომ არის დასახლებული... იცით, ჩემი მელანქოლია დაამარცხეთ... განსაკუთრებით, გული ამიჩუყა თურქი სმენადაქვეითებულის სიუჟეტმა და სიხარულით მასთან ერთად, მეც ვიტირე... რა ბედნიერებაა... ეს არის ბედნიერება, სი კეთეა ბედნიერება და არა აუცილებლად შეყვარებული... ადრე, მეც ასე მეგონა, დღეს კი დიდი აღმოჩენა გავაკეთე: ჩემო გოგონებო! თქვენ ყველანი იმსახურებთ ქაულრ ბედნიერებას, ყველანი კარგები ხართ, მაგრამ ჩვენში იმდენი სითბო და პოზიტივია, რომ თანაბრად შეგვლიძლია, ბედნიერი ვიყოთ მარტოც და არა-მარტოც... სიყვარული სამყაროს ყველა კუთხეშია, და თუ არ არის, აი, გუდ-ნიუსზე მაინც არის, უღრმესი მადლობა ამისათვის, რასაც ვეძებდი, ვიპოვნე, რა ჭეშმარიტი ნათქვამია, ეძიებდე და ჰპოვებდეო... აქვე, მსურს, თავმდაბლურად ჩემი კანდიდატუარ შემოგთავაზოთ. 10 წლიანი სტაჟჳ მაქვს ჟურნალისტიკაში და იქნებ, გამოგადგეთ? ვტოვებ ი-მეილს... გარდა პოზიტივისა, ისეთი შემეცნებითია თქვენი საიტი, პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული, რაც უმთავრესია, მე თქვენ უბრალოდ სიყვარულის ასახსნელად შეგეხმიანეთ, უანგაროდ... და რაკი დედამიწაზე ვცხოვრობთ და ეს ოხერი ფინანსებიც საჭიროა, თუ დაგჭირდებით, აქ ვარ, თანაც, სიამოვნებით გავიცნობდი თქვენ გუნდს, მითუმეტეს, სულ პოზიტივის ნაკლებობას განვიცდი და სულ დავეძებ... დაე, ეს ჩვენი ახალი მეგობრობის საწინდარი იყოს ჩემიანებო (უკვე ასე გთვლით, ფამილარობაში არ ჩამითვალოთ)

გამარჯობა... მმინდა მოგიყვეთ ისტორია რომელიც მე და ჩემ მეგობარს...

ანონიმი
235

გამარჯობა... მმინდა მოგიყვეთ ისტორია რომელიც მე და ჩემ მეგობარს გადაგვხვდა... და მინდა გთხოვოთ რომ იყოთ პოზიტიურები
რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ჩემი ეზოს შესასვლელთან ვიჯექით ვსაუბრობდით... ამ დროს ჩემი ეზოდან პატარა (10-11 წლის) ბიჭი გამოვიდა კურტკაში იყო შეფუთული "მადლობა გოგოებოო" გვითხრა და მიდიოდა გავაჩერე "რისთვის" მეთქი ვკითხე გაოცებულმა, მან კი ისევ დაიწყო თვისი საყვარელი ხმით "რო მოვდიოდი მეშინოდა და მეგონა აქ არავინ არ დამხვდებოდაო" (ქუჩა მართლაც ბნელი იყო) გაჩერდა... სახეზე ღიმილი მიმმეკერა (ახლაც ეს ღიმილი დამთამაშებს საეზე) "მადლობა გოგოებოო" რამდენჯელმე გაიმეორა და გაიქცა... რამდენიმე წუთში გაქრა... მაგრამ სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში...
ბიჭის წასვლის შემდეგ მედა ანა (ჩემი მეგოობარი) ვფიქრობდით რამდენჯელ შეგვშინებია ბნელ ქუჩზე მიმავალთ მაგრამ მადლობა არასდროს გვითქვამს ჩვენი შემხვედრებისთვის (ასე პირდაპირ)... მოლოდ გულში ვამბობდით მადლობას .... ჩვენთვის.
ახლა კი მივხვდი თურმე როგორი პოზიტივი შეგვიძლია გავავრცელოთ....

P.S. ხშირად თქვით "მადლობა", ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს,
ხშირად გაიღიმეთ და იყავით მადლიერები...
ახლა კი რადგან მეძლევა საშუალება გეტყვი რომ მ ე შ ე ნ ძ ა ლ ი ა ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
#ხშირადგაიღიმეთ #იყავიმადლიერი #ჩამეხუტე #ჩავეხუტოთერთმანეთს #მეტიპოზიტივი #გაეციმეტი
გ ი წ ვ ე ვ თ #ერთადგავცეთმეტიღიმილი

გამარჯობა!!..მე დღეს ბედნიერივარ !!.. მე ვიპოვე!!.. არა არაა...

ანონიმი
612

გამარჯობა!!..მე დღეს ბედნიერივარ !!.. მე ვიპოვე!!.. არა არაა სიყვარულს ნუ დავარქმევთ გაფუჭდება ეგრევე ყველაფერი უბრალოდ ის ერთი სახელად "პრინცი".. პრინცესა რამოდენიმე თვეა რაც ვარ და იციით როგორი ბედნიერივარ? .. ადამიანი რომელიც უბრალოდ ღიმილს გთხოვთ და გიკეთებს ყველაფერს ხოლო ამის სანაცვლოდ არაფერს?!!.. ალბათ ყველაზე რომანტიული ფილმის სცენარი შეეფერება ამ სიტუაციას .. ვმუშაობდი იმისთვის რომ ფული შემეგროვებინა და მომავალი წლიდან შემძლებოდა სწავლა.. პრინცმა კი .. ხო მე არ მიწევს მუშაობა და ამაზე ფიქრი.. არ ვიცი რატომ გააკეთა ეს .. არვიციი რატომ მაქვს ის ყყველაფერი რაც უბრალოდ ოცნება იყო.. ეხლა ოცნების გარეშე ვარ ..<3 იციით რა გრძნობაა როდესაც სიზმარში ხარ ?!!.. მე ბედნიერივარ ისევ და ისევ.. მინდა გისურვოთ ყველას იპოვოთ ის ერთი..

ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვარ. გოგო ,რომელსაც...

ანონიმი
487

ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვარ. გოგო ,რომელსაც არ აქვს დასვენების დღე, ყოველდღე პრეტენზიული მომხმარებლის გულის მოგებას თბილი ღიმილით ცდილობს და ღამით მათ მიერ გათელილ იატაკს მონდომებით აპრიალებს. ოცნებები მხოლოდ სიზმარში მიხდება ისე ,რომ ხანდახან გაღვიძებაც კი აღარ მინდა.
ერთ გოგონას დავუმეგობრდი,ადვილია თუნდაც რთულ და დამღლელ საქმეს შეეჭიდო როცა გვერდით კარგი ადამიანები გყავს. ბევრს ვსაუბრობთ, ხანდახან მორიგი ღამისთენებისას ძილს საინტერესო ამბების მოყოლით ვაფრთხობთ, ის თავის სოფელზე მიყვება ადგილზე სადაც თურმე ცა ყველაზე , ყველაზე ახლოა...
ერთ დღეს სამსახურში არ მოვიდა.. არასდროს აგვიანებდა , შევშინდი და ათობით ზარის შემდეგ მივხვდი რამე უნდა მეღონა. იქნებ რამე დაემართა? რამე უჭირს. -სულ ეს მიტრიალებდა თავში. სოციალური ქსელის დახმარების იმედიღა შემრჩა- სწრაფად შევედი და მისი მეგობრები გადავათვალიერე. გადავწყვიტე ყველა მისი გვარის წარმომადგენლისთვის მიმეწერა და ამბავი გამეგო. დიდხანს ველოდე სანამ ვინმე ყურადღებას მომაქცევდა. ბოლოს იმედი რომ გადამეწურა შეტყობინება მივიღე-საშინელი ამბავი- ჩემი მეგობარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ კინაღამ იმსხვერპლა და საავადმყოფოში გადაუყვანიათ. უცნობმა ისიც მითხრა ,რომ ავადმყოფის ნახვა არ შეიძლებოდა და აუცილებლად შემატყობინებდა მისი მდგომარეობის შესახებ. მოვლენები უკეთესობისკენ მალე შეიცვალა და მეც დავმშვიდდი უცნობს მადლობა გადავუხადე და სამუშაოს ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. ასე გავიდა რამოდენიმე თვე...
მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული სამებაში იყო დასვენებული. ერთ საღამოს ჩემს მცირეწლოვან ბიძაშვილთან ერთად მოსალოცად წასვლა გადავწყვიტე. მეტროსადგურში ჩავედით მატარებელს საკმაო ხანი ველოდით და აი ისიც.. რელსებზე შემოსრიალდა , გაჩერდა უცებ კარი გაიღო და რაღაც დამემართა. ჩემს წინ ფანჯარას მაღალი ახალგაზრდა მიყრდნობოდა .როგორც კი კარები გაიღო ჩვენ წამიერად შევხედეთ ერთმანეთს თუმცა ვიგრძენი რომ ეს პირველად არ მომხდარა. ბავშვი შევიყვანე დავსვი და გვერდით ჩავიმუხლე. ზუსტად ჩემს გვერდით იდგა, როგორც ჩანს მეგობართან ერთად .სახეს მზერა მიწვავდა , ბიჭი თვალმოუშორებლად მიყურებდა თითქოს მონუსხული და ვცდილობდი არცერთხელ არ მიმეხედა მისკენ. თუმცა მას ისეთი ნაცნობი თვალები აქვს..ვფიქრობდი და ვერაფერი მომესაზრებინა.როგორც იქნა მატარებელი გაჩერდა, ბავშვს ხელი დავავლე და თითქმის გავიქეცი , ჩემსკენ გადმოდგმული ნაბიჯი და დაჟინებული მზერაც მახსოვს...სანამ თვალს არ მივეფარე. სუფთა ჰაერზე გამოვედი , ღრმად ჩავისუნთქე და უცებ სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამიქროლა.. ღმერთო ჩემო, ეს ხომ ის არის?! წამიერად გამიელვა და ყველაფერი აღვიდგინე.. ეს ხომ ის ბიჭი იყო, ერთადერთი რომელმაც მეგობრის ამბავი შემატყობინა და მის მოძებნაში დამეხმარა. თითქოს გული დამწყდა რომ ისე დაიკარგა მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარი...
დრო ისევ მიდიოდა.. მეგობრებთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნა გადავწყვიტე. მშვენიერი საღამო იყო, თუმცა ალკოჰოლის გადაჭარბებით შეთამამებულ ყმაწვილების ყურადღებას მაინც ვერ ავცდით და სიტუაციას გავერიდეთ, ერთ-ერთი მომიახლოვდა და საუბარი გააბა, ვცდილობდი ზრდილობიანად მომეშორებინა ის კი თავისას არ იშლიდა და აგრძელებდა.. მზერა მოვაშორე შორს გავიხედე და ისევ.. ისევ ნაცნობ თვალებს გადავაწყდი.. შორს სიბნელეში გაიელვა მაღალმა სილუეტმა ისევ წამიერად შევხედეთ ერთმანეთს და თვალს მიეფარა...
მეორე დღეს ჩვეულებრივად აღარ ჩაუვლია, გონებიდან არ მშორდებოდა მომხდარი.. უკვე მერამდენედ, რატომ?? ამ ფიქრებში გავერთე და შეტყობინებამაც არ დააყოვნა. ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი ვინ იქნებოდა..
იმ დღის შემდეგ ზუსტად 2 წელი გავიდა.. ვერასოდეს ვიფიქრებდი ,რომ ამ 2 წელიწადში ჩემი ცხოვრება ამდენად შეიცვლებოდა. დღეს ერთ-ერთ წარმატებული კომპანიის წარმატებული თანამშრომელი ვარ.. უცნობი ,რომელიც ასე მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში დღეს ჩემი უახლოესი ადამიანია, ის სიყვარულია რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და რომლის ასრულების არასდროს მწამდა. მაშინ როცა დედამიწაზე არაფრის იმედი აღარ მქონდა და საშველს სიზმრებში ვეძებდი ჩემს თვალწინ მოხდა სასწაული..
არასდროს ჩაიქნიოთ ხელი, თქვენ ერთადერთი გახდებით ოდესღაც ვინმესთვის რომელსაც არაფრის დიდებით არ მოიშორებს . სანამ ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვიყავი ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა იქ და რატომ ვხარჯავდი დროს ჩემთვის საძულველ სამსახურზე, რატომ უნდა ამეტანა ეს ყველაფერი?? მაგრამ დღეს ვიცი რომ ცხოვრებაში არცერთი მძიმე ჟამი არ დგება ტყუილად, არაფერია შემთხვევითი. ღმერთმა ჩემი ფეხით იქ დიდი სიყვარულის საპოვნელად მიმიყვანა და იმ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა იღბალიც. :) <3

გადასარევი გადაწყვეტილება მივიღე :) დილიდანვე აღარ შევალ...

ანონიმი
268

გადასარევი გადაწყვეტილება მივიღე :) დილიდანვე აღარ შევალ საინფორმაციო ვებ გვერდებზე, ამოვიდა ყელში ამდენი უარყოფითი. ხო და დღეიდან ყოველ დილით აქ შემოვალ და დამახვედრეთ კარგი ამბები ^_^

ვარჯიშს ვიწყებ და მომილოცეთ :D ოღონდ აღარ უნდა გავჩერდე ,თუ ვინმე...

ანონიმი
583

ვარჯიშს ვიწყებ და მომილოცეთ :D ოღონდ აღარ უნდა გავჩერდე ,თუ ვინმე ხართ რუსთაველი აქ და აქვს საღაამოობით ჩემთან ერთად სირბილის სურვილი შემეხმიანოს <3 მარტო რომ არ ვიქნები უფრო ხალისით მივუდგები ამ საქმეს :)

გვერდები