ინფორმაციის გავრცელება

კარგი ამბების სააგენტო GOODNEWS.GE კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს გთავაზობთ თქვენი სიახლეების გავრცელების უფასო სერვისს.

თუ თვლით, რომ თქვენი სიახლე საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის, მოგვწერეთ მისამართზე news@on.ge ან შეგვეხმიანეთ ფეისბუქზე.

ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ეს მისამართი თქვენი კომპანიის ან ორგანიზაციის დაგზავნის სიაში და მოგვაწოდოთ პრეს-რელიზები. თუ ჩავთვლით, რომ ამბავი საკმარისად კარგი და ჩვენი ფორმატის შესაბამისია, აუცილებლად გავაშუქებთ.

სააგენტო არ იღებს პასუხისმგებლობას ყველა მოწოდებული სიახლის გამოქვეყნებაზე. ასევე, ვიტოვებთ უფლებას, ზედმეტად აღმატებით ხარისხში დაწერილი ტექსტები დავაკორექტიროთ ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას და ბევრ კარგ ამბავს!