"Lego Group" სათამაშოების შემცველობიდან პლასტმასის ამოღებაზე მუშაობს

ცნობილმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ "Lego-მ" გადაწყვიტა საკუთარ პროდუქციაში პლასტმასის შემცველობა შეამციროს. კომპანია მომავალი 15 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 150 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტირებას გეგმავს. შეიქმნება ახალი მდგრადი, "ეკო-მეგობრული"  მასალა, რომელიც დროთა განმავლობაში სრულად ჩაანაცვლებს პლასტმასს. 

2016 წელს დანიაში იგეგმება "Lego-ს" ცენტრის გახსნა, სადაც ათასამდე თანამშრომელი სათამაშოების ახალ შემადგენლობაზე იმუშავებს. 

"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი "Lego Group"-სგან, რათა მოვუწოდოთ ყველას, პოზოტიური გავლენა მოახდინონ პლანეტაზე. ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ გზავნილის მომავალი თაობისთვის დატოვებაც. ჩვენ არაერთი ღონისძიება გავატარეთ გარემოს დასაცავად, შევცვალეთ შეფუთვის ზომა და შემცველობები, თუმცა აღნიშნული პროექტი გამორჩეული და მასშტაბური იქნება" - აღნიშნავს "Lego Group"-ის მეპატრონე.