როგორ უმღეროდა პოლიციელი გოგონას, რომელსაც მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა

კოლორადოში, ქალაქ ბრაიგტონის პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერი, ნიქ სტრაქი, დეპარტამენტის განსაკუთრებული თანამშრომელი გახდა. რამდენიმე დღის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევაზე ის ეკიპაჟთან ერთად მივიდა. პოლიციელებს გადაყირავებულ მანქანაში ორი პატარა და მათი მშობლები დახვდნენ. სამწუხაროდ მათი მამის მანქანიდან გამოყვანა სამართალდამცავებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა კეთილმა პოლიციელმა პატარა გოგონას მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინა.

ადგილობრივმა ტელეკომპანიამ გადაიღო, თუ როგორ მოარიდა მზრუნველმა ოფიცერმა გოგონა რთულ სიტუაციას, ხელში აიყვანა და გასართობი სიმღერები უმღერა.

"პირველივე წუთიდან, როცა ვნახეთ რაც მოხდა, გადავწყვიტე პატარასთვის ამის ყურება ამერიდებინა. ჩემი შვილის მისი ასაკისაა და მასთან ურთიერთობიდან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი პატარებისთვის, როდესაც მას უსმენენ, მათზე ზრუნავენ. ამ დროს ყოველგვარი უცხოობის შეგრძნება უქრებათ. ეს ერთადერთი სასარგებლო რამ იყო, რაც იმ მომენტში მისთვის შეიძლება გამეკეთებინა." - აღნიშნა ოფიცერმა.

"რომ არა ის, პატარასთვის აღნიშნული წუთები განსაკუთრებულად რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ირგვლივ საშინელი ქაოსი იყო, ხალხი მორბოდა, ამ დროს კი ოფიცერი სტრაქი ხელში აყვანილ გოგონას უმღეროდა. მისმა საქციელმა ნამდვილად აღგვაფრთოვანა" - ამბობს ტელეკომპანიის ჟურნალისტი.

პოლიციელებს ხშირად უწევთ პატარების რთული სიტუაციიდან დახსნა, მათთვის გარემო პირობების შემსუბუქება და მათზე ზრუნვა. სწორედ ამის გამო ჰოლანდიელ სამართალდამცავთა სავალდებულო ეკიპირებას, ფუმფულა სათამაშოებიც კი დაემატა, რათა თანამშრომლებს ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა გაადვილებოდათ.