კახეთი: საქართველოს ღვინის აკვანი - "ევრონიუსის" სიუჟეტი საქართველოზე

სატელევიზიო არხმა "ევრონიუსმა" საქართველოს კიდევ ერთი, ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. "კახეთი - საქართველოს ღვინის აკვანი" - ამ სათაურის ქვეშ, კულტურის ბლოკში ხუთწუთიანი სიუჟეტი მომზადდა. 

სიუჟეტში მიმოხილულია ქართული ღვინის ისტორია, ქვევრის ღვინის დაყენების ისტორიული მეთოდი, კერძო ღვინის წარმოების პრინციპები. 

"კახეთი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ღვინის მთავარი მწარმოებელი რეგიონია. აქ ყურძენი უკვე 8 ათას წელზე მეტია რაც გაშენებულია, ამის გამო, არქეოლოგები ამ რეგიონს ღვინის აკვანს უწოდებენ." - აღნიშნავს ჟურნალისტი დენის ლოქტიერი.