მასაის ტომის ქალებს აფრიკაში მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები შეაქვთ

მასაები კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები ნახევრად მომთაბარე ნილოთური ხალხის ეთნიკური ჯგუფია. გამორჩეული ტანისამოსისა და აღმოსავლეთ აფრიკის სპორტული ნადირობის პარკების სიახლოვეს ცხოვრების გამო, მასაის ხალხი აფრიკის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე უკეთაა ცნობილი.

თავისუფალი სულის და ველური ბუნების მქონე მასაებს გლობალიზაციამ კომფორტი ვერ შეუქმნა. უამრავ მასაის მობილურის დასატენად სახლიდან რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. 

Green Energy Africa-მ კენიის სოფელ ნაიპუტაში 2 ათასი ოჯახისთვის განკუთვნილი მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები ჩაიტანა, მზის ენერგიით მკვებავ სისტემებს მასაის ტომის ქალები უწევენ დისტრიბუციას. 

7 თვიანი პროექტი "აფრიკის მწვანე ენერგიამ" 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და სამუშაოზე კენიელი ქალები განათავსა. პროექტის მიზანი კენიის სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის და ეკომეგობრული სისტემის დამონტაჟების გარდა, სოციალურ საქმიანობებში ქალების გააქტიურება იყო.

"ჩვენ გვსურდა ხელი შეგვეწყო ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის და მათი მონაწილეობით  მზის ენერგიით სარგებლობის არეალი გაფართოებულიყო." - ამბობს Green Energy Africa.

ჯგუფის ინფორმაციით, კენიის მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტს აქვს წვდომა ადგილობრივ ელექტროსადგურებთან. "აფრიკის მწვანე ენერგიის" მიერ გამოყოფილი მზის ენერგიის ინსტალაციები მასაის ქალებს სახედრების საშუალებით გადააქვთ და კილომეტრებს გადიან. პანელები 300 კენიურ შილინგად იყიდება, რაც თითო ინსტალაციაზე 3$-ის მოგებას ტოვებს, რაც დამატებითი მზის ენერგიის ბატარეების და პანელების შეძენას ხმარდება.

"ჩვენთვის მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიები შეუცვლელი აღმოჩენაა." - უთხრა როიტერს ერთ-ერთმა მასიელმა ქალმა ჟაკლინ ნაიპუტამ. მან ასევე ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მზის ბატარეები მის ოჯახს აფთრების და გარეული კატების შემოსევისგან იცავს. მის ვაჟიშვილს, შინაური ცხოველების დასაცავად ადრე სახლის გარეთ, ხმაურში ძილი უწევდა, ახლა კი შინ მშვიდ გარემოში იძინებს და იცის რომ მისი 10 თხა დაცულია.

აფრიკაში ქალებს ეკრძალებათ კერძო საკუთრების ქონა, მაგრამ მასაების ქალები უკვე კენიის მაშტაბით ფლობენ მზის ერენგიას.