საქართველოდან ლურჯ მოცვს ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი "ვოლმარტი" შეისყიდის

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში Vanrik Agro Group-მა ლურჯი მოცვის კრეფა და ევროპაში ექსპორტისთვის მათი გამზადება დაიწყო. საქართველოში მოყვანილ ხილს ბრიტანეთში არსებული სუპერმარკეტების ქსელი Walmart შეისყიდის.

2015 წლის განმავლობაში, პროდუქცია დიდი ბრიტანეთის გარდა ჰოლანდიის, რუსეთის, სომხეთის და ბალკანეთის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება, ლურჯი მოცვის მოსავალის 90%-ს საექსპორტოდაა გამიზნული.

პროექტში ამჟამად 150-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული, რომლებიც სეზონურად იმუშავებენ. Vanrik Agro Group-ს 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს. 

პროექტის განვითარების შემდეგ კომპანიას სეზონურად ათასამდე მუშახელი დასჭირდება. უკვე მუშაობს თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მლნ. აშშ დოლარია.

წყარო: ნეტგაზეთი.