10 წლის გოგონამ თავისი დაბადების დღის საჩუქრები საავადმყოფოს გადასცა

ბევრ ადამიანს თავის დაბადების დღე საჩუქრების გამო უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს.

10 წლის ები გრაბის დაბადების დღე სწორედ იმიტომ იყო გამორჩეული, რომ გოგონამ განსაკუთრებული გულუხვობა გამოიჩინა და მისთვის განკუთვნილი საჩუქრები ინდიანაში ბავშვთა საავადმყოფოში მიიტანა.

გოგონამ უფროსებს დაბადების დღემდე სთხოვა, რომ მას საჩუქრად ლეგოების მიღება გაუხარდებოდა. პატარა გოგონას ჩანაფიქრში კი წინასწარ გათვალისწინებული იყო იმ ბავშვების სურვილები, რომლებიც საავადმყოფოში სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან.

ების საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუ როგორია გაატარო გრძელი, მოსაწყენი დღეები საავადმყოფოში. გოგონა 2 წელიწადი მკურნალობდა ლეიკემიას და ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოში ცხოვრობდა.

"ვიცი როგორი შეგრძნებაა, როცა აქ ხარ და ვერაფრით ერთობი, ამიტომ გადავწყვიტე მათთვის ლეგოების მოტანა." უთხრა გოგონამ ჟურნალისტებს. 

10 წლის ებიმ იმ ბავშებსაც მიმართა, ვინც საავადმყოფოში მკურნალობას გადიან: "ვიცი რომ რთული დღეები გაქვთ, მაგრამ თქვენ ამას მოერევით, ტკივილის კი არ უნდა გეშინოდეთ, რადგან ის აუცილებლად გაგივლით."

გოგონას საქციელმა არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო. ების დედის თქმით, მათ უკვე დაუკავშირდნენ და საჩუქრების ახალ პარტიას საავადმყოფო მომავალ კვირასაც მიიღებს.