გამოჩენილ ქალთა ძეგლები ლონდონში - სარეკლამო სააგენტოს კონცეპტი

სარეკლამო სააგენტო Squint/Opera-მ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად რამდენიმე ძელის კონცეპტი წარმოადგინა, რომელთა ლონდონში აღმართვაც, მათი აზრით, კარგი იქნებოდა. 

ადა ლოველასის ქანდაკება

ინგლისელი მათემატიკოს ადა ლოველასი პირველი პროგრამისტი იყო მსოფლიოში, რომლის შექმნილი ალგორითმიც ჩარლზ ბაბაჯმა გამოიყენა კომპიუტერის კონცეპტის შესაქმნელად. ეს გიგანტური ქანდაკება მოძრავია და კონცეპტის მიხედვით ოლდ სთრითის სილიკონის წრიულასთან უნდა განთავსდეს (Old Street’s Silicon Roundabout). მოძრავი მხრების საშუალებით ქანდაკება 0-ებსა და 1-იანებს ზემოთ-ქვემოთ გაამოძრავებს, რაც გამვლელთათვის "მატრიცის ეფექტს" შექმნის. მისი კაბის ქვეშ კი იქნება დარბაზი, სადაც ტექნოლოგიური სტარტ-აპებისთვის ინკუბატორი მოეწყობა. 

მერი შელის ქანდაკება

მწერალის, ფილოსოფოსისა და ქალთა უფლებების აქტივისტის მერი ვოლსტოუნკრაფტ შელის სახელობის ასტეროიდიდან ჩამოიტანენ ქვას, რომელიც პარლამენიტს სკვერში განთავსდება და იქცევა ტურისტული ატრაქციონად. 

ამელია ერჰარტის კოშკი

კონცეპტის მიხედვით ამელია ერჰარტის სახელობის და გამოსახულების მქონე კოშკი ჰითროუს აეროპორტში უნდა აშენდეს. ამელია პირველი ქალი იყო, რომელმაც მარტომ გადაუფრინა ატლანტიკის ოკეანეს. ასევე, ის პირველი ქალია, რომელიც აშშ-ს "მფრინავი ჯვარით" დააჯილდოვეს. ის მრავალი რეკორდის მფლობელია და ქალთა მოძრაობის აქტივისტიც იყო. ამელია 1937 წელს გაუჩინარდა წყნარ ოკეანეზე გადაფრენის მცდელობისას. 

დაგენჰემის საკერავი მანქანის ხიდი

ხიდი დაგენჰემსა და ტემზასმიდს შორის უნდა აშენდეს. 1968 წლის ფორდის საკერავ მანქანებზე მომუშავე ქალების აჯანყების საპატივცემულოდ.