ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში გარემოს დასაცავად მანქანების მოძრაობა აკრძალეს

ნიუ-იორკის ქალაქის მერის ბილ დე ბლასიოს ინიციატივით, ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი მანქანებისთვის და ნებისმიერი ავტოტრანსპორტისთვის დაიხურება. იდეა ძალაში ივნისის და ივლისის თვეების განმავლობაში შევა.

ნიუ-იორკს ჟანგბადით სწორედ ცენტრალური პარკი ამარაგებს, რომელიც 3.41 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა და წელიწადში დაახლოებით 25 მილიონი მნახველი ჰყავს. მერის თქმით, ავტოტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ, პარკი მის წინასწარ განზრახულ ორიგინალურ მისიას დაუბრუნდება და კვლავ რეკრეაციულ, გასართობ მწვანე სივრცედ გადაიქცევა.

ნიუ-იორკელებისთვის და ტურისტებისთვის პარკში გადაადგილება მეტად სასიამოვნო გახდება. პარკში ავტოტრანსპორტის არ ქონა ადგილს ბავშვებისთვისაც უსაფრთხოს გახდის, დილით სირბილის მოყვარულებს კი, მოტოციკლები და მანქანები აღარ შეაწუხებენ და პარკის ჰაერიც აღარასდროს დაბინძურდება მანქანის გამონაბოლქვით.