100 წლის მოცეკვავე და ქორეოგრაფი ეილინ კრეიმერი

"ყველაფერი ხდება, როდესაც 100 წლის ხარ, ყველაფერი იცვლება," თქვა ეილინ კრეიმერმა. ის თვალწარმტაცი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომელიც 100 წლის ასაკს "ჯადოსნურს" უწოდებს.

თუმცა, ასაკზე უფრო შთამბეჭდავი ის ფაქტია, თუ როგორ ცეკვავს ეილინი. 

კრეიმერი 1914 წელს სიდნეის (ავსტალია) გარეუბანში დაიბადა. მას ბავშვობიდან იტაცებდა მუსიკა და სურდა ოპერის მომღერლობა, სანამ ვენის ბოდენვაიზერის თანამედროვე ცეკვას ნახავდა. მალევე მან ცეკვა დაიწყო თანამედროვე ცეკვის პირველ კომპანიაში. დღესდღეისობით ის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ქორეოგრაფია მსოფლიოში.

კრეიმერმა ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაატარა, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, ნიუ იორკი და ა.შ. შარშან 99 წლის გახდომასთან ერთად ეილინი სიდნეიში დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვალით ვერ ხედავს, ეილინი ახალ თანამედროვე ცეკვას დგამს რეჟისორ ჯულია კოტონთან და კომპოზიტორ ნიკოლას ლიონთან ერთად. კრეიმერმა ცეკვისათვის კოსტუმებიც შექმნა.

დღესდღეისობით კრეიმერი ნამდვილი გმირია და ის ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს სრულიად ანგრევს. მისი კრეატივი, თავდადება და საოცარი ნიჭი კი ნამდვილად დასაფასებელია. 

თუ გსურთ ეილინივით ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ, მიჰყევით მის რჩევას: "ეცადეთ იყოთ კრეატიულნი, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ყოველთვის ახალ რაღაცას გააკეთებთ."