ედ შეერანი მოლში ფანს მისი სიმღერის შესრულების დროს შეუერთდა

ინგლისელი მუსიკოსი და მომღერალი ედ შირანი კანადაში ყოფნისას West Edmonton Mall-ში გადაადგილდებოდა, როდესაც შემოესმა რომ იქაური გოგონა მის სიმღერას ასრულებდა.

გოგონა Thinking Out Loud-ს მღეროდა. მისთვის სიუპრიზი იყო, როდესაც მოულოდნელად გრემზე ნომინირებული კუმირი სიმღერისას შეუერთდა და მასთან ერთად დუეტში განაგრძო სიმღერა.

სიტუაცას შირანის ნათესავი მიურეი კუმინგი იღებდა. 

გოგონა საყვარელი მომღერალის დანახვას უჩვეულოდ მშვიდად შეხვდა. როგორც მან მოგვიანებით ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ედი დაინახა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.

"ვფიქრობდი შემეწყვიტა თუ არა სიმღერა, მაგრამ ეს სიმღერა მიყვარს და გაჩერება არ მინდოდა, თუმცა მასთან ლაპარაკიც მსურდა. ეს საუკეთესო რამაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა." - თქვა თინეიჯერმა მომღერალმა.

სიმღერის შესრულების შემდეგ, შირანის მენეჯერი გოგონას დაუკავშირდა და მომღერლის უახლოეს კონცერტზე ბილეთების ჩუქების შესახებ ამცნო.