უსახლკარო მამაკაცმა ქუჩაში ნაპოვნი ათასობით კანადური დოლარი პოლიციას გადასცა

60 წლის უსახლკარო მამაკაცმა, რომელმაც არჩია რომ ანონიმად დარჩენილიყო, ათასი ევროს ექვივალენტი კანადური დოლარები იპოვა და ბევრი ფიქრის მაგივრად, პოლიციაში წაიღო.

მამაკაცი კანადელია. ის ბრიტანეთის კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაში ქუჩაში ცხოვრობს. უსახლკარო ლანგფორდის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როცა ძირს დაგდებული ფული შენიშნა.

"ესაა პატიოსნების და დიდსულოვნების საოცარი გამოვლინება. მისი ამჟამინდელი სიტუაცია ნამდვილად არასახარბიელო იყო, თუმცა მან იფიქრა იმ ადამიანის მდგომარეობაზე, ვინც ფული დაკარგა და გადაწყვიტა ის გაეკეთებინა, რაც სწორი იქნებოდა" - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც ჩანს მფლობელს ფული შემთხვევით დაუვარდა ძირს, პოლიცია დიდი ხანი ეძებდა თანხის პატრონს.

თუ 90 დღის განმავლობაში ფულის პატრონი არ გამოჩნდება, თანხა პატიოსანი მპოვნელის კუთვნილებაში გადავა.

წყარო: The Telegraph.