4 მარტს ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა

4 მარტს ზაზა ფაჩულიასთვის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. "მილუოკი ბაქსს" ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა. ასევე, მის ანგარიშზე 4 შედეგიანი გადაცემა, 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმოა.

"მილუოკი ბაქსი" დასავლეთის კონფერენციის ლიდერთან "გოლდენ სთეით უორიოზთან" 93:112 დამარცხდა. ამჟამად, ფაჩულიას გუნდი მე-6 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში და კვლავ ინარჩუნებს საფლეიოფო პოზიციას.

შემდეგ თამაშს "მილუოკი ბაქსი" 7 მარტს "ვაშინგტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.