დოლარის ვალუტა ქალის პორტრეტით დაიბეჭდება

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკულ ქაღალდის ფულზე ქალის პორტრეტი არ დაბეჭდილა.

ოთხშაბათს, 17 ივნისს, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ახალი იდეა წარუდგინა საზოგადოებას, რომლის მიხედვითაც 10 დოლარიანზე ამერიკელი პოლიტიკოსს ალექსანდრე ჰამილტონს ქალის პორტრეტი შეცვლის, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება ის ქალი, რომლის გამოსახულებაც ამერიკის ისტორიაში მეორედ დაიბეჭდება დოლარზე. აღსანიშნავია, რომ ჰამილტონის სურათი 10 დოლარიანზე დარჩება, ოღონდ მცირე ზომით.

დოლარი ახალი სახით 2020 წელს წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ამერიკის ხაზინამ გადაწყვიტა დღე ქალებისთვის მნიშვნელოვანი თარიღის 100 წლის იუბილეს დაამთხვიოს. 1920 წელს ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება პირველად მიიღეს.

უკანასკნელი ქალი, რომელიც ამერიკულ ბანკნოტზე იყო გამოსახული, მართა ვაშინგტონია. ის  ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე და ქვეყნის პირველი "პირველი ლედი" იყო.

მართა ვაშინგტონი 1 დოლარზე, რომელიც 1886 წელს დაიბეჭდა. მას ვერცხლის ცნობას ეძახდნენ

"ქალები ამერიკის ისტორიის დაწყებისთანავე მნიშველოვან როლს ასრულებენ ჩვენს ისტორიასა და ნაციონალურ ცხოვრებაში. ესაა სიმბოლური გამოხატვა იმის, თუ როგორი მნიშვნელოვანია სიმბოლოები." - განაცხადა ამერიკის ხაზინის მდივანმა ჯეკ ლაუმ.

2014 წლის ივლისის ბოლოს, კანზასის შტატიდან პატარა გოგონამ ამერიკის 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ იყვნენ ამერიკულ ვალუტაზე ქალები გამოსახულნი. მოგვიანებით ობამამ საზოგადოების წინაშე წარდგენისას გაიხსენა ეს წერილი და აღნიშნა, რომ პატარა გოგონამ მას ქვეყნის ისტორიაში არსებული მნიშვნელოვანი ქალების გრძელი სია მიაწოდა.

"ამერიკულ დოლარზე ქალის პორტრეტების გამოქვეყნება ნამდვილად კარგი იდეაა" - დასძინა პრეზიდენტმა.