საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სტიქიის დღიდან ეხმარება.

მუფტებმა და შეიხმა პროდუქტი, სამუშაო იარაღები და სხვა ნივთები თბილისის მერს გადასცეს.

გარდა ამისა, რელიგიურმა პირებმა სტიქიის ზონაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით შედეგად დაზარალებულთათვის დასახმარებლად 13 000 ლარი გამოყო.