მოხალისეებმა ერთ-ერთი მოხუცის სახლში ნაპოვნი ფული გარეცხეს და მეპატრონეს დაუბრუნეს

13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ თბილისის სხვადასხვა უბნებში პროფესიონალები და მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე დღეა ატარებენ. შლამის, ტალახის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან იწმინდება არა მხოლოდ ქუჩები და ვრცელი ტერიტორიები, არამედ დაზარალებულთა სახლებიც. დაზარალებულთა განცხადებით, დატბორილი სახლებში ნივთების უვნებლად პოვნა შეუძლებელია. თუმცა ყველა შემთხვევა ერთნაირი არაა.

სვანიძის ქუჩაზე, მოხალისეებმა, ერთ-ერთი მოხუცებულის სახლში, მის მიერ შეგროვებული და სავარაუდოდ გადანახული ფული იპოვეს. ახალგაზრდებმა ფული გაწმინდეს, გააშრეს და მადლიერ ბებოს ისე დაუბრუნეს.

გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.