კულტურის სფეროს წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საქველმოქმედო ღონისძიებებით ეხმარებიან

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების გამართვას გეგმავენ.

სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლები, აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, მუშაობენ მოხალისეებად, დაზარალებულებს ეხმარებიან პირველადი საჭიროების ნივთებით. მათ მიერ გროვდება თანხაც, რომელიც სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

  • დღეიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მუზეუების გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი და სახლ-მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებს უფასოდ უმასპინძლებენ; მოზარდები ასევე უფასოდ ჩაერთვებიან მუზეუმების საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებში; 
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი ერთი დღის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავს სტიქიით დაზარებულთა დასახმარებლად. 
  • 16 ივნისს, 19:00-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ნასტარი“, ქართული ფოლკლორულ ანსამბლები: „ბასიანი“, „სახიობა“, „იალონი“, „ადილეი“, „ძირიანი“, „მჭელი“. მსურველებს საშუალება ექნებათ დარბაზში განთავსებული შესაწირი ყულაბების საშუალებით დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

დაგეგმილია საქველმოქმედო სპექტაკლების გამართვაც, რომელზე შემოსული თანხაც სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

  • 17 ივნისს, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა "მინდია". 
  • 17 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება სპექტაკლი ,,იულიუს კეისარი". 
  • 18 ივნისს, მარიონეტების თეატრში გაიმართება სპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები“.
  • 20 ივნისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მუზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“. 
  • 21 ივნისს, მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „გაყრა“. 
  • 21 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს, ადოლფ ადანის - "ჟიზელი". 
  • 23 ივნისს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხარაგაულის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართება. 
  • 23 ივნისს, გორის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "სეილსმენი". 
  • 25 ივნისს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“. 
  • 27 ივნისს, თეატრში ათონელზე გაიმართება სპექტაკლი „დილა მშვიდობისა 100 დოლარიანო“. 
  • 28 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ლიზა ბათიაშვილის კონცერტი. 
  • 28 ივნისს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. 
  • 30 ივნისს, სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან თანამშრომლობით გამართავს სპექტაკლს „სამშობლო“.
  • 30 ივნისის და 1 ივლისს გაიმართება ნატო მეტონიძის კონცერტი. 
  • ივნისის ბოლოს კოტე მარჯანიშვილის თეატრი, ღია ცის ქვეშ, ითამაშებს ლევან წულაძის სპექტაკლს „როგორც გენებოთ“. 
  • 2015 წლის სექტემბერში დაგეგმილი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა და რეაბილიტაციის ფონდში;
  • გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი სექტემბრის მეორე ნახევარში გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს; 
  • თეატრისა და კინოს უნივერსტეტის კურსდამთავრებულები, უნივერსტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გამართავენ საქველმოქმედო კონცერტს. 
  • ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი კი 5 ათას ლარს გადარიცხავს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.