The Telegraph–მა მამუკა გორგოძე 100 საუკეთესო რაგბისტს შორის დაასახელა

The Telegraph–მა მამუკა გორგოძე მსოფლიოს 100 საუკეთესო რაგბისტს შორის დაასახელა.

ბორჯღალოსანმა ამ სიაში მე–60 ადგილი დაიკავა. ბრიტანული გამოცემა ქართველი რაგბისტის შესახებ წერს: "რაგბის მოედანზე ვერ ნახავთ უფრო "შემზარავ" სანახობას, ვიდრე მთელი შემართებით მებრძოლი "გორგოძილაა." მონპელიეს რიგებში 9 წლიანი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, გორგოძე ტულონის ვარსკვლავურ კლუბში გადავიდა სათამაშოდ."

The Telegraph–ის სიაში პირველი ადგილი ახალი ზელანდიის გუნდის კაპიტანმა რიჩი მაკკოიმ დაიკავა. რეიტინგში  21 რაგბისტით სწორედ ახალ ზელანდიელები დომინირებენ.