წიგნი, რომელიც უბრუნდება ბუნებას და ბავშვთან ერთად იზრდება

ერთი წიგნის დასაბეჭდად, საშუალოდ, ორი ან სამი ხის მოჭრაა საჭირო, საუბარია მხოლოდ ერთი დასახელების წიგნის ერთ ეგზემპლარზე. სწორედ ამის საპირისპიროდ, არგენტინულმა გამომცემლობამ Pegueno Editor-მა ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენაა მიმართული.

საბავშვო წიგნი, სახელად "Mi Papa Estuvo en la Selva" (მამაჩემი ჯუნგლებში იყო) პატარა მკითხველს საშუალებას აძლევს წიგნის დასაბეჭდად გაღებული ბუნებრივი რესურსი ისევ ბუნებას დაუბრუნოს. წიგნის ფურცლებში ხის ნაყოფია დატანილი, სწორედ ამიტომ, თუკი წაკითხვის შემდეგ, მკითხველი წიგნს მიწაში დარგავს, მისგან ხე აღმოცენდება.

"წიგნი, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება" - სარეკლამო კამპანია, სწორედ ამ ლოზუნგის ქვეშ ხორციელდება.