ოთხმა პატარა ბიჭუნამ უცნობი ქალი ციხისგან იხსნა

ოთხმა პატარა ძმამ ხელი დასტაცა ბალახების საკრეჭს და უცნობი მოხუცი ქალის ბაღში გაიქცა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ქალბატონს კანონის წინაშე საფრთხე ემუქრებოდა.

ტეხასის კანონის მიხედვით, ეზოებში 45 სანტიმეტრზე მაღალი ბალახის გაზრდა კანონით დასჯადია. ქალბატონს დამხმარე არ ჰყავს და ასაკის გამო გადაადგილება უჭირს.

მიუხედავად პაპანაქება სიცხისა, ბიჭუნებმა ბალახი გაკრიჭეს და ეზო მთლიანად გაუწმინდეს მოხუცს.

"ქალბატონი ჯერ არ გვინახავს. მას გადაადგილება უჭირს და ჯერ გარეთ არ გამოსულა. ჩვენთვის მარტივი იყო ამის გაკეთება, და ვიცოდით რომ მისთვის ეს ბევრს ნიშნავდა." თქვა ერთ-ერთმა ბიჭუნამ.

"არ მინდოდა რომ გარეთ გამოსულიყო, სანამ ბოლომდე არ გავუსუფთავებდით ეზოს, რადგან ის აუცილებლად ეცდებოდა ჩვენთვის ფულის შემოთავაზებას, ჩვენ კი გვინოდა, მას უბრალოდ დავხმარებოდით." - დაამატა მეორემ.

როდესაც 75 წლის ჯერი სატლი გამოვიდა და დაინახა, რა გააკეთეს მისთვის, ის ბიჭუნებს თბილად ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა.