ადამ ლევინმა თავის 10 წლის ფანს დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა

დაუნის სინდრომით დაავადებული 10 წლის ბიჭი, კრისტოფერ უორნერი Maroon 5–ის ნამდვილი ფანია. ახლახანს მას ოცნება აუხდა და საყვარელი ჯგუფის სოლისტს, ადამ ლევინს შეხვდა შეხვდა. 

"ის აღმერთებს Maroon 5–ს, განსაკუთრებით კი, ადამ ლევინს," უთხრა ჟურნალისტებს ბიჭის მასწავლებელმა, ევერი სტეინერტმა. "შესვენებებზე ჯგუფის მუსიკას უსმენს და მათ სურათებს ხატავს."

სტეინერმა ვიდეო ჩაწერა იმ იმედით, რომ მომღერალი თავის დიდ გულშემატკივართან შეხვედრას მოინდომებდა. ასეც მოხდა, ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით და ადამ ლევინამდეც მიაღწია. 

ლევინმა ბიჭს თავისი კონცერტის ბილეთები გაუგზავნა და შოუს შემდეგ კულისებში დაპატიჟა. 

დადგა სანატრელი მომენტიც და კრისტოფერი თავის საყვარელ მომღერალს შეხვდა. პატარა ბიჭუნამ დაიმორცხვა და იატაკზე მოიკუნტა. მუსიკოსმა ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იპოვა თვითონაც თამხლებ პირებთან ერთად იატაკზე მოკალათდა.

კრისტოფერის მასწავლებელი ამბობს, რომ ეს შეხვედრა დაუვიწყარი საჩუქარია ბიჭისთვის.