11 ივლისს იაპონური ზაფხულის ფესტივალი "ნაცუ-მაცური" იწყება

11 ივლისს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი იაპონური ზაფხულის ფესტივალს "ნაცუ-მაცური"-ს შემოგთავაზებთ.

ღონისძიებაზე იქნება იატაის ტიპის იაპონური საკვების დახლები: იაკიტორი, ტაკოიაკი, ტაიაკი, კრეპერია, იაპონური ტკბილეულობა - "ჩოკო კორუნე"-ს, შეგეძლებათ იუკატა/კიმონოს მოზომება და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

საინტერესო იაპონურ ფესტივალი ანიმეების მოყვარულებს ორიგამის ტექნიკას შეასწავლის, ასევე გაიცნობთ მიკოს და ომიკუჯით თქვენი მომავალი იღბლიანობის შესახებ გაიგებთ.

ღონისძიებაზე გთავაზობენ იაპონური გასართობი თამაშს "ცურის". იქნება შინობის სახლი და შურიკენების სროლა. ასევე ბონსაის გალერეა და ობაკეიაშიკი (შიშის კორიდორი).

ფესტივალზე იქნება ლანტერნული განათება, ფეიერვერკი, მეიდ გოგონების კაფე, ხელნაკეთი ბალიშები და Kvachi Art.

დარბაზში ჩატარდება ქოსფლეი შეჯიბრი, იაპონური სიმღერის შეჯიბრი და ჯო ჰისაიშის კომპოზიციების ორკესტრული შესრულება კვალიაშვილების ანსამბლის მიერ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან იაპონიის საელჩო საქართველოში, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს კულინარიის აკადემია, თოლია, SaNNa Bakery და კოკა-კოლა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. კერძების და გასართობი დახლების ფასებს "ნაცუ-მაცურის" ფესტივალის Facebook-ის გვერდზე შეიტყობთ.