ახალგაზრდა მეცნიერის გამოგონება, რომელიც ავარიულ სიტუაციაში ვერტმფრენს და მგზავრების სიცოცხლეს გადაარჩენს

შალვა გიორგაძე ახალგაზრდა ქართველი გამომგონებელია, რომელსაც უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. 18 წლის ასაკში ინჟინერიის ჟანრში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწყობილობა უკვე შექმნა და 40-მდე პრიზის მფლობელიც გახდა.

მან გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც მთამსვლელებს საგანგებო სიტუაციებიდან დაიხსნის. GPS-ის ანტენაზე შეერთებული მოწყობილობის მეშვეობით, მთამსვლელები ნებისმიერი დისტანციიდან თუ სიმაღლიდან შეძლებენ სამაშველო სამსახურისთვის სიგნალის მიწოდებას. საკუთარი გამოგონებით მან  საერთაშორისო კონკურსში 40 ქვეყანას შორის პირველი ადგილი აიღო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ახალციხეში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ამჯერად სპეციალური მოწყობილობა შექმნა, რომელიც ვერტმფრენს ავარიული დაშვების დროს არ დააზიანებს. ვერტმფრენის გვერდზე დამაგრებული ბალისტიკური პარაშუტი, ეხმარება მას ავარიულად დაეშვას. ნიჭიერმა ინჟინერმა საკუთარი გამოგონებები უკვე დააპატენტა და რამდენიმე მსხვილი უცხოური კომპანიებისგანაც მიიღო მიწვევა, საერთაშირისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად.