ნინო ზაუტაშვილი საყდრისზე მიძღვნილი გადაცემისთვის ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზით დაჯილდოვდა

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის "რეალური სივრცის" ავტორი და წამყვანია, ჯოშუა ფრიდმანისა და ჯიპას სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

გადაცემა ეთერში 2014 წლის 19 დეკემბერს გავიდა, მასში ასახული იყო საყდრისის ისტორია, რომელიც რვათვიანი ბრძოლის შემდეგ აფეთქებით დასრულდა. გადაცემაში დისკუსიების პარალელურად გაშუქდა ექსკლუზიური კადრები მაღაროდან.

"ჯოშუა ფრიდმანის სახელობის პრიზი ჟურნალისტიკაში განკუთვნილია მხოლოდ საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის, მაგრამ სპეციალურმა ჟიურიმ "საყდრისის" გადაცემა გამოყო როგორც ინოვაციური პროექტი, რომელიც თოქ-შოუს ფორმატში ჟურნალისტურ გამოძიებას გაუთანაბრდა." - ვკითხულობთ გადაცემის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე.

გთავაზობთ გადაცემის ვიდეო-ჩანაწერს: