ძაღლმა თავისი უსინათლო პატრონი იხსნა

ოქროსფერი რეტრიევერი სახელად ფიგო, ადამიანების დასახმარებლად პატარაობიდან გაწვრთნეს, თუმცა მისგან პატრონისთვის თავის გაწირვას არავინ მოელოდა.

ნიუ-იორკის შტატში, ბრევსტერის გარეუბანში მცხოვრები 8 წლის ფიგო გიდი ძაღლია. 8 ივნისს ის თავის უსინათლო პატრონსა და სკოლის ავტობუსს შორის ჩახტა, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანი საფრთხისგან დაეცვა, თუმცა თავად ცალი ფეხი და მეორე თათი მოიტეხა.

"ხშირად მინახავს, როგორ იცავენ ძაღლები თავიანთ პატრონებს, როდესაც მათ ვინმესგან საფრთხე ემუქრებათ, თუმცა არასდროს მინახავს ძაღლს პატრონი ავტომობილისგან დაეცვას. ცხოველისგან ამხელა თავგანწირვა ნამდვილად უჩვეულოა" - ამბობს ბრევსტერის პოლიციელი ჯოლ დელ გარდო ABC-ის ახალ ამბებთან საუბრისას.

ოდრი სტოუნმა, ქალმა რომელსაც ფიგო მუდამ დაჰყვება, ქუჩის გადაჭრა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გზაზე ავტობუსი მოძრაობდა.

"ის რაც ამ ცუგამ გააკეთა, გმირობა იყო, მან ავტობუსს და ქალბატონს შორის ისკუპა, თითქოს ავტომობილის შეჩერება უნდოდა. ფიგოს თავგანწირვამ ქალი გადაარჩინა, თუმცა მცირე დაზიანებები მან მაინც მიიღო. როდესაც ჩვენ ადგილზე მოვედით, ფიგოს თავისი ქალბატონის დატოვება არ უნდოდა." - ყვება დელ გარდო.

ავტობუსის მძღოლი და ბავშვები შემთხვევის შედეგად არ დაზარალებულნან.

პატრონის ერთგული ფიგო გამოჯანმრთელების გზაზეა. მან ამ ქმედებით თავი გასწირა, სამაგიეროდ მეგობრის სიცოცხლე იხსნა.