6 წლის არტისტული და მხიარული გოგონა არეტა ფრანკლინის სიმღერაზე ცეკვავს

6 წლის ჯოანა კოლონმა მთელი დარბაზი დაიპყრო, როდესაც გასულ შაბათ-კვირას თავისი სკოლის კონცერტზე საცეკვაო ნომრით გამოვიდა.

გოგონა თავის ორ თანატოლთან ერთად Aretha Franklin-ის "Respect"-ზე საოცრად არტისტულ მოძრაობებს აკეთებს. კვირას, 7 ივნისს ჯოანას დედამ შვილის ცეკვის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე გამოაქვეყნა. პოსტმა 2 დღეში 27 მილიონი ნახვა და 678 ათასზე მეტი გაზიარება მიიღო.

ცეკვაში პატარა გოგონა ლეგენდარული მომღერლის სიამაყეს და ტემპერამენტს აქსოვს და თავისი არტისტული მოძრაობების ფონზე დარბაზის ოვაციებს ცეკვის განმავლობაში მრავალჯერ იღებს.

6 წლის მოცეკვავის დედის თქმით, ჯოანა კონცერტის დაწყებამდე თავისუფალ დროს მხოლოდ ცეკვაში ვარჯიშს ახმარდა.

ცეკვის დასრულების შემდეგ, პატარა არტისტმა გრაციოზულად დატოვა სცენა.