მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში თამაშობს

სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში “ჯაშუშების ხიდში” თამაშობს. ფილმში მოქმედება ცივი ომის პერიოდში ხდება. იგეგმება სპეცოპერაცია, თუ როგორ შეიძლება დაიხსნან პილოტი, რომელიც საბჭოთა კავშირის იმპერიაში ტყვედ ჩავარდა. სურათში მთავარ როლს პოპულარული ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი თამაშობს.

როგორც თავად მსახიობი ამბობს ლეგენდარულ რეჟისორს სურდა გვერდი აევლო საბჭოთა ადამიანის სტერეოტიპისთვის, რომელიც ძლივს საუბრობს ინგლისურად, ამიტომ შეეცადა საბჭოთა ჯაშუშის ახლებური სახე შეექმნა. სამსახიობო ოსტატობის მხრივ მსახიობებეს რეჟისორმა შემოქმედებითი თავისუფლება და იმპროვიზაციის საშუალება მისცა.

სტივენ სპილბერგმა და მერაბ ნინიძემ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს, როდესაც ამერიკულ ეკრანებზე, მსახიობის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი "სადღაც აფრიკაში".

“ჯაშუშების ხიდის” გადაღებები 2014 წელს დაიწყო, ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღად კი 2015 წლის სექტემბერი სახელდება. მანამდე კი იხილეთ ფილმის ტრეილერი.