თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში "ბაქსს" პატრონმა მიაკითხა

ბაქსის დღეს უბედნიერესი დილა გაუთენდა.

ძაღლი 8 წლის ხვადი სტაფია, რომელიც თავშესაფარში 25 მაისს ჩააბარეს. ცუგა დიდი ხანი მოწყენილი ელოდებოდა თავის პატრონს.

"ბაქსი" დღეების განმავლობაში გაუნძრევლად იწვა და ელოდებოდა პატრონს

3 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, გვიან ღამით, ადიდებული მდინარე ვერე ჯებირებიდან გადმოვიდა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი დატბორა. დატრიალებულმა ტრაგედიამ ბაქსის ზურგზეც გადაიარა, დაკარგულთა შორის ერთ-ერთი ისიც იყო

მოგვიანებით ცუგა თავშესაფრისგან შორს, ვერეს ნაპირზე იპოვეს. სტიქიასთან ბრძოლისგან დაუძლურებულ ძაღლს, კეთილი ადამიანების ხელში თანდათან უბრუნდებოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი.

ბაქსის პატრონი მერაბ ფურცხვანიძე ქუთაისიდან ხშირად რეკავდა და თავისი ცუგას ამბავს კითხულობდა.

დღეს მოწყენილ სტაფს თავისმა საუკეთესო მეგობარმა მოაკითხა და მისი დღე წარმოუდგენლად გააბედნიერა. ვიდეოში ჩანს, როგორ ელოდება ცუგა თავის პატრონს და მისი დანახვისას როგორ მოულოდნელად იცვლება მისი რეაქცია.

ვიდეო კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ძაღლები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან და ისინი მარტოობისთვის არ უნდა გავიმეტოთ.