Follow me - პოპულარული წყვილი დაქორწინდა

2012 წელს მთელმა ინტერნეტ-სამყარომ გაიცნო წყვილი, სადაც ქალი მასზე შეყვარებულ ფოტოგრაფ მამაკაცს წინ მიუძღვოდა.

წყვილი მოსკოვიდანაა, თუმცა მათი Instagram-ის ანგარიშები პოპულარული სხვადასხვა ქვეყნებიდან, ქალაქებიდან, მდიდრული სასტუმროებიდან გამოქვეყნებული სურათებით გახდა პოპულარული.

ამჯერად წყვილი საკუთარ ქორწილის დღეს ზეიმობს - რათქმაუნდა მათი ბრენდული სურათის გადაღების სტილით.

წყვილმა 2015 წლის 6 იანვარს საკუთარი წიგნი გამოსცა, სადაც მათი სიყვარულის ისტორიაზე და მოგზაურობაზეა გადმოცემული. წიგნი მურადის და ნატალიას პროექტის სურათებითაა ილუსტრირებული და მისი შეძენა amazon-ზე შეგიძლიათ.