ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი საჭმელად ვარგის პროდუქტებს აღარ გაანადგურებს

მას შემდეგ, რას საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო საკვებად ვარგისი პროდუქტის გადაყრის შესახებ, მაგალითს დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელმაც მიბაძა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" იუწყება, ბრიტანეთის ყველაზე მსხვილი სასურსათო ქსელი დარჩენილი პროდუქციით სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებას გეგმავს.

ნორმების მიხედვით, სუპერმარკეტები ვალდებულები არიან გაანადგურონ ის პროდუქტები, თუ მზა კერძები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა დღით ვარგისიანი იყო. ამგვარად, მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 1.3 მილიარდი ტონა საჭმელად ვარგისი საკვები ნადგურდება. მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკით, კი მსოფლიოში 805 მილიონი ნახევარი ადამიანია, რომელიც შიმშილობს. ახალი ინიციატივა კი ამ რიცხვს შთამბეჭდავად შეამცირებს.

"ამ კუთხით ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. აუცილებელია სახელმწიფოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერაც. მათთან ერთად ვფიქრობ, შევძლებთ შიმშილობის პრობლემის რაღაც მასშტაბით მოგვარებას. მნიშვნელოვანია ჩვენთან ერთად, სხვა სუპერმარკეტებმაც გაიაზრონ, რომ საჭმელად ვარგისი საკვების განადგურება გარემოს რესურსების უაზროდ ფლანგვასაც ნიშნავს. ასე რომ ადამიანებზე ზრუნვით, ავტომატურად ვიზრუნებთ გარემოზეც" - ამბობს ინიციატივის ავტორი სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი.