სცენაზე ასულმა გულშემატკივრებმა პოლ მაკარტნს საქართველოში ჩამოსვლა სთხოვეს

პოლ მაკარტნი ევროპაში გასტროლებს მართავს. 

7-8 ივნისს ბითლზის ყოფილი წევრი ამსტერდამში ათასობით გულშემატკივარის წინაშე წარსდგა.

კონცერტის განმავლობაში პოლმა სცენაზე ორი ადამიანი გამოიხმო, რომლებიც მომღერალთან საქართველოს დროშით და ტრანსპარატით წარსდგნენ - წარწერით: "პოლ, ჩამოდი საქართველოში! თუ არადა, დროშაზე ავტოგრაფი მაინც დაგვიტოვე!"

სცენაზე გამოსული გულშემატკივრები მომავალი ცოლქმარნი არიან. გოგონამ, რომელსაც ოლღა ჰქვია, პოლს უთხრა, რომ მის კონცერტს მოსკოვში უკვე დაესწრნენ და უფრო ბედნიერები იქნებიან, თუ მას საქართველოშიც იხილავენ.