ქალბატონს 43 წლის წინ მოპარული Chevrolet Corvette დაუბრუნდა

რომანებში ხშირად გვხდება ისტორია წიგნის ან ფილმის გმირების სიყვარულზე, რომელიც დაკარგეს და ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდათ.

1972 წელს, ტერი დიტრიხი ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც თავისი საოცნებო ლურჯი შევროლეტ კორვეტი შეიძინა, თუმცა 6 თვის შემდეგ, გოგონას საყვარელი მანქანა პარკინგიდან მოპარეს.

როგორც დიტრიხი NBC-ის დღის ამბებში მოყვა, მისთვის ეს 6 თვე განუმეორებელი იყო და ამ პერიოდის ყოველი წუთი მისთვის ძვირფასია.

როგორც ქალბატონი იხსენებს, თავდაპირველად პოლიციამ მას იმედი მისცა, თუმცა ეს იმედი მხოლოდ 43 წლის შემდეგ გამართლდა.

"ძალიან მოწყენილი ვიყავი, წლები დამჭირდა ამ ამბის გადასატანად" - იხსენებს ტერი.

2014 წლის ოქტომბერში, ქალბატონის ოჯახში დარეკეს და 42 წლის წინ მოპარული მანქანის პოვნის შესახებ ამცნეს, თუმცა რადგან მის ახალ მფლობელს მანქანა კანონიერად ჰქონდა შეძენილი, ქალბატონი საკუთარ მანქანას ვეღარ მიიღებდა.

გასულ კვირას, ქალბატონს თავის 62-ე დაბადების დღეზე სიუპრიზი გაუკეთეს დიდი ხნის წინ მისგან წასული ლურჯი შევროლეტ კარვეტი შინ მიუყვანეს.

"საოცარი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი თინეიჯერობის წლები დაბრუნდა, ჩემი კარვეტი ძველებურად გამოსცემს ხმებს. ვიცი ახლა ის უკვე ასაკოვანია, მაგრამ მეც აღარ ვარ ახალგაზრდა. დღეიდან ჩვენ ერთად დავბერდებით" - უთხრა ჟურნალისტებს ბედნიერმა ტერი დიტრიხმა.