14 ივნისს TEDxYouth@Tbilisi ჩატარდება

TEDx საჯარო პროგრამაა, რომელიც მსოფლიო მაშტაბით მართავს საინტერესო ღონისძიებებს და მოქალაქეებს თავიანთ შემოქმედებით გამოცდილებას უზიარებს.

რიგით მესამე TEDxYouth@Tbilisi სახელწოდებით Dream. Create. Inspire 14 ივნისს დაიგეგმა. ამის შესახებ, ორგანიზატორებმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე გვამცნეს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. TEDxYouth@Tbilisi კვირას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ორგანიზატორები დასწრების მსურველებს რამდენიმე დღეში შესთავაზებენ რეგისტრაციის ფორმას.

ღონისძიებაზე ახალგაზრდა ქართველი სპიკერები საკუთარ საინტერესო გამოცდილებას გაგვიზიარებენ

ახალგაზრდა სპიკერების შესახებ შეგიძლით TEDxYouth@Tbilisi-ის Facebook-ის გვერდზე შეიტყოთ.