საქართველოს კადეტთა ნაკრების წარმატება ევროპის თასზე

6-7 ივნისს საქართველოს კადეტთა ნაკრებმა პოლონეთში ევროპის თასზე წარმატებით იასპარეზა. ნაკრები ჩემპიონატზე სულ 19 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, აქედან შვიდმა სპორტსმენმა კი მედალის მოპოვება შეძლო.

50 კილოგრამიან კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სამივე წევრი დაჯილდოვდა: ოქრო გიორგი ნიაზაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი - ზურაბ კახნიაშვილმა, ბრინჯაო კი ვაჟა ბუბუნურმა.

55 კილოგრამიან კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ვანო ხუაშვილი, ბრინჯაოს მედალი კი თემურ ნოზაძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ სპორტსმენები, თენგიზ ჩიტაურიც და ბაგრატ ნინიაშვილიც.