Ben & Jerry's-მა შესაძლოა მარიხუანას ნაყინის წარმოება დაიწყოს

ამერიკული სანაყინეების ქსელი Ben & Jerry's დამფუძნებლები მარიხუანას ნაყინის იდეა მოეწონათ.

წარმოება შეიძლება მას შემდეგ დაიწყოს რაც, მარიხუანას ლეგალიზება სრულად მოხდება. 

კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბენ კოენმა HuffPost Live-თან საუბრისას აცხადებს, რომ იდეა მოსწონს და მისთვის მისაღებია. კოენს იდეა ერთ-ერთმა მაყურებელმა ინტერვიუს დროს მიაწოდა.

კომპანიის მეორე დამფუძნებელი მაინც და მაინც არ მოიხიბლა ამ იდეით, თუმცა არც გამოურიცხავს განხორციელების შესაძლებლობა.

Cannabis Creamery, რიჩმონდში არსებული კომპანია უკვე წლებია აწარმოებს მარიხუანას ნაყინს კალიფორნიაში სამედიცინო მარიხუანაზე რეცეპტის მქონე ადამიანებისთვის.