5 კმ სიგრძის ახალი გზა 6 სოფელს სიღნაღთან და წნორთან დააკავშირებს

საქართველოში ახალი 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტ სოფელს სიღნაღთან და წნორთან დააკავშირებს. 

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 831 384,37 (ორი მილიონ რვაას ოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარია. სამუშაოებზე 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

გზის 2 კმ-ზე ასფალტის ორივე ფენა უკვე დაგებულია, ნახევარზე მეტ მონაკვეთზე კი ჯერ მხოლოდ ასფალტის პირველი საფარი დაიგო და სხვადასხვა სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გზა ამორტიზებული იყო და მისი რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება და მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს გადააადგილებას. 6 სოფელს ეს გზა თბილისთანაც უფრო დაახლოვებს და მათი მგზავრობას მეტად კომფორტულს და მცირე ხნიანს გახდის.

წყარო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი