ნიუ-იორკის ორი პოლიციელი ახალგაზრდებს კალათბურთის თამაშისას შეურთდა

ნიუ-იორკის ორი პოლიციელი პოპულარულები გახდა, როგორც კი ინტერნეტში მათი მონაწილეობით კალათბურთის თამაშის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

პოლიციელები სპორტის მოყვარულ ახალგაზრდებს ბრონქსში სათამაშო სტადიონზე შეუერთდნენ. პოლიციელებმა არა მხოლოდ ისიამოვნეს თინეიჯერებთან კალათბურთის თამაშით, მოიგეს კიდევაც.

სახალისო ვიდეო Facebook-ზე ჯეი ტოდმენმა გაავრცელა და მას უკვე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

"ასეთ რამეს დღევანდელი საზოგადოება იშვიათად ხედავს, პოლიციელებმა მაგრად გაგვახალისეს." - წერს ტოდმენი.