IKEA კლიმატის ცვლილებით დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარება

ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია IKEA განვითარებადი ქვეყნებისთვის გრძელვადიან ინვესტიციებს გეგმავს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კომპანია მილიარდი დოლარს დახარჯავს, რათა სხვადასხვა ქვეყნებმა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება შეძლონ და პროცესის სპეციფიკას გაეცნონ.

2020 წლამდე IKEA 675 მილიონი დოლარის საერთო ღირებულების ქარის და მზის ენერგიის გადამამუშავებელ ტურბინებსა და პანელებს დაამონტაჟებს. 450 მილიონი დოლარი მოხმარდება იმ რეგიონების დახმარებას, რომლებიც სტიქიური მოვლენებისა და კლიმატური ცვლილებების გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. კომპანია ასევე გეგმავს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით დარგოს იმდენი ხე, რამდენიც წლის განმავლობაში მოიჭრება.

IKEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ აგნეფჯეილმა მსოფლიო ლიდერებს უკვე მიმართა ღია წერილით და მათ კლიმატურ ცვლილებებზე ყურადღების გამახვილებისაკენ და ქმედითი ღონისძიებების გატარებისაკენ მოუწოდა. "ამ გზით სარგებელს იღებს მომხმარებელი, სარგებელს იღებს ბუნება და სარგებელს იღებს კომპანიაც" - განმარტა მან.