კომპანიის დირექტორი თანამშრომლების შვილებს სწავლას უფინანსებს

სიახლეს არ წარმოადგენს რომ, ისეთი დიდი კომპანიები როგორებიცაა Facebook, Google, Starbucks და სხვა ხშირად თანამშრომლებს სწავლის გადასახადს უხდიან, უფასო დასვენებებსა და სხვადასხვა სასარგებლო სერვისებს სთავაზობენ. თუმცა ეს შედარებით ნაკლები მასშტაბის კომპანიებისთვის ძვირ ფუფუნებას წარმოადგენს.

კომპანია "Boxed"-ის აღმსარულებელი დირექტორი ჩი ჰუანგი ამის საწინააღმდეგო მაგალითია. მან გადაწყვიტა საკუთარი თანამშრომლებისთვის სპეციალური ფონდი დაეარსებინა, რომლითაც მათი შვილები ისარგებლებდნენ. კომპანია სწავლის ხარჯებს აუნაზღაურებს თანამშრომელთა შვილებს, რომლებიც კოლეჯის დამთავრებას გადაწყვეტენ.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სტატია ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა და დასძინა, რომ ახლადდარსებული კომპანიისათვის ეს საკმაოდ ხელგაშლილი ნაბიჯი იყო.

"ძალიან მინდოდა მადლიერება გამომეხატა იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც კომპანიის დაარსებიდან დღიდან მეხმარებოდნენ და საკუთარი სამუშაოს კარგად შესრულებით ჩვენი კომპანიისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდათ. ჩვენ უკვე არაერთი ფილიალი გვაქვს და ხანდახან სხვადასხვა ადგილზე რაღაც საინტერესო ღონისძიებას ვმართავთ. უკანასკნელი დროის განმავლობაში კი შევამჩნიე, რომ ჩვენს უამრავ თანამშრომელს იმის საშუალებაც არ აქვს რომ სხვადასხვა დამატებითი სატრანსპორტო ხარჯები დაფაროს. შემეძლო მათთვის ეს პრობლემა როგორღაც მომეგვარებინა, თუმცა ეს უფრო "ოპრას" საქმეა. ვფიქრობ ასე გაღებული თანხა, მათი ოჯახებისთვის საუკეთესო ინვესტიცია იქნება" - ამბობს ბიზნესმენი.

ზუსტ დეტალებზე, თუ როგორი სისტემით გამოიყენებენ თანამშრომლები უფროსის ყურადღებას, მსჯელობა კომპანიაში უკვე მიმდინარეობს.