8 წლის ბიჭუნა 2 წლის განმავლობაში იზრდიდა თმებს კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

ორ წელიწად ნახევრის წინ, 6 წლის ქრისტიან მაკფილამიმ გადაწყვიტა თავის თმა გაეზარდა. მას სკოლაში ხშირად აჯავრებდნენ, დასცინოდნენ და გოგონას ადარებდნენ, მაგრამ ბიჭუნას არასდროს გადაუფიქრებია თავის გადაწყვეტილება.

პატარა მაკფილამს დიდი მიზანი ჰქონდა - როდესაც მისი თმა 25 სანტიმეტრის სიგრძეს მიაღწევდა, ბიჭუნა მის შეჭრას და იმ ბავშვებისთვის ჩუქებას აპირებდა, ვისაც სიმსივნის გამო თმის გადახოტვრა უწევს.

საქველმოქმედო ორგანიზაციები თმებისგან პარიკებს ამზადებენ და ამით კიბოთი დაავადებულ ბავშვებს სენთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებენ. ეს ბავშვების ემოციურ ფონს ძალიან ახალისებს.

ფლორიდაში მცხოვრები ქრისტიან მაკფილამი 6 წლის იყო, როდესაც ტელევიზორში ბავშვთა საავადმყოს რეკლამას მოჰკრა თვალი და ასე გაიგო სიმსივნით დაავადებული ბავშვების შესახებ.

"ხანდახან სკოლაში გოგონას მამსგავსებდნენ და ეს არც ისე კარგი შეგრძნება იყო." - უთხრა მაკფილამიმ ფლორიდის ტელევიზიას, თუმცა, ბულინგმა ვერასდროს შეაჩერა ბიჭუნა თავისი კეთილი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.