ინსტაგრამი მომხმარებლებს კალორიების დაანგარიშებაში დაეხმარება

მანამ, სანამ მარკ ცუბერბერგი, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გახსნის შესახებ ავრცელებს განცხადებას, Google ამ მეცნიერების გამოყენებით ახალი აპლიკაციის გამოსვლას აანონსებს. 

აპლიკაცია სახელწოდებით Im2Calories ნებისმიერი საკვების ფოტოს ინსტაგრამზე განთავსების შემდეგ, მისი შემადგენლობისა და კალორიულობის შესახებ დაწვრილებით ინფრომაციას მიაწვდის მომხმარებელს. ექსპერიმენტულ აპლიკაციაზე მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საშუალებით,ის თანაბრად კარგად იმუშავებს ნებისმიერი პიქსელის და გაფართოების ფოტოს გამოქვეყნების შემთხვევაში. ალგორითმის გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი აპლიკაცია თანაბრად სასარგებლო იქნება არამხოლოდ მათთვის, ვისაც ჯანსაღად კვება სურს, არამედ დიეტოლოგებისა და ექიმებისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ Im2Calories დაზოგავს დროს და ენერგიას, რომელიც აღნიშნული პროდუქტის კალორიულობის ძიებაზე შეიძლება დაგეხარჯათ.

ექსპერიმენტის წარმატებულად ჩაივლის შემთხვევაში, Google-ს წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ინსტაგრამზე საყვარელი საკვების ფოტოს გამოქვეყნება ძალიან სასარგებლო და თითქმის აუცილებელი რამ გახდება.