წყვილმა 55 წლის წინ დაკარგული საქორწინო ბეჭედი იპოვა

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ოფელია კირკერმა საქორწინო ბეჭედი დაკარგა, თუმცა წყვილი, ქორწინების 64-ე წლისთავს უკვე საყვარელი ბეჭდებით აღნიშნავს.

ოფელიამ საქორწინო ბეჭედი 1960 წელს, მეზობლის ბაღში დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მას ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით ეძებდნენ, ნივთის პოვნა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ კირკერების ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ათწლეულების გასვლის შემდეგ კი ძველ მეზობლებთან კავშირი სრულიად დაკარგა.

"რამდენიმე კვირის წინ, ეზოს გადაკეთება გადავწყვიტეთ. ვაპირებდით ყვავილებისა და გამწვანების ახალი ძირების დარგვას. როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, ერთ-ერთმა მუშამ დამიძახა და მითხრა რომ რაღაც ბეჭედი იპოვა. როდესაც სამკაული მაჩვენეს მივხვდი, რომ ის არც ჩემი და არც დედაჩემის არ იყო, საღამოს დედას ვკითხე აზრი და მას ბეჭდის დანახვისას ცრემლები წამოუვიდა - ოჰ, ოფელია! - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. მივხვდით, რომ ჩვენი მეზობლების, 55 წლის წინათ დაკარგული ბეჭედი ვიპოვეთ - ამბობს კირკერების ყოფილი მეზობლების ქალიშვილი.

იმის გამო, რომ ოჯახი ძველი საცხოვრებელი სახლიდან, საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, საქორწინო ბეჭდის ამანათით გაგზავნა მოუხდათ. "ეს საოცარი შეგრძნება იყო, მისი დაკარგვის შემდეგ ახლის ყიდვაზე აღარც გვიფიქრია. ცხოვრებაში ბევრი რამ გადავიტანეთ, ახლახანს ავტოკატასტროფაში შვილი და შვილიშვილი დავკარგეთ, ამიტომ ამ ფაქტს, როგორც რაღაც გამამხნევებლ ნიშანს ისე ვიღებთ. გვგონია, იმის დასტურია, რომ ჩვენი ქორწინება ყველა დაბრკოლების მიუხედავად მაინც მყარად უნდა იდგეს. ეს ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა" -  განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში ოფელია კირკერმა.