ყუთი, რომელიც ამინდის პროგნოზს ვიზუალურად წინასწარმეტყველებს

ტემპესკოპი ფიზიკური მოწყობილობაა, რომლის იდეა, დიზაინი და შექმნა კენ კაიამოტოს ეკუთვნის. როგორც ჩანს, გამომგონებელს მოსწონს რეალურ და ციფრულ სამყაროს შორის ბარიერის დამსხვრევა.

ყუთი ვიზუალურად გადმოსცემს მომავალი დღის ამინდის პროგნოზს. იმ შემთხვევაში თუ შემდეგი დღე ნალექიანი იქნება, ყუთში ღრუბლები ჩნდება და წვიმა მოდის. მზიანი ამინდის შემთხვევაში კი ჯადოსნური მინის "აკვარიუმი" სინათლეს აფრქვევს. 

ტემპესკოპით ასევე შეგიძლიათ ნახოთ როგორი ამინდია სხვადასხვა ადგილებში. კაიამოტო თქმით, წლის დასასრულამდე ახალი მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა და დაინტერესებულ პირები შეძლებენ მის შეძენას.