კახეთში ქვევრის დამზადების პირველი სახელოსნო და მუზეუმი გაიხსნება

სოფელ იყალთოში ქვევრის  სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო.  სკოლა-სახელოსნოში ახალგაზრდებსა და ნებისმიერ მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ქვევრის დამზადების წესი, რაც უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისინი მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა, ტურისტების რაოდენობის გაზრდა და ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. ამას გარდა ობიექტს ექნება მუზეუმი სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება, ბიბლიოთეკა ინტერნეტ კაფე, და სახელოსნო სადაც ტურისტებს ექნებათ საშუალება ადგილზე თავად ისწავლონ და  დაამზადონ თიხის ჭურჭელი. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა-სახელოსნოში, ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შესწავლის მიზნით, ყველა მსურველისთვის სალექციო კურსები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება. ასევე, მოხდება ქართული კერამიკული წარმოების პოპულარიზაცია

ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული, რაც პროექტს კიდევ უფრო მნივშვნელოვანს ხდის.